LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისის რეპეტიცია: გადახალისებულმა ნაკრებმა ხორვატიაში წააგო და მარტს ელოდება

85
75603934-3200285050042690-763927334515376128-o

საქართველოს ნაკრებმა 2019 წელს თამაში დაამთავრა. დაასრულა მარცხით, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ჯერ შვეიცარიასთან წავაგეთ (0:1) გასვლაზე ოფიციალური მატჩი, ბოლოს კი ამხანაგური დავუთმეთ ხორვატიას – 1:2, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ატარებს.

ორივე გუნდი ჩვენზე ძლიერი და ორივესთან მინიმალური ანგარიშით წაგება არც გასაკვირია და არც დასაძრახი, მით უმეტეს, იმთავითვე ყველა იმას გაიძახის ყველა და ყველაფერი ერთა ლიგის მატჩებისკენ არის მიმართული და სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობაო.

როგორც დაანონსებული ქონდა, ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა გადაახალისა, კი იყო რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებიც ძირითადის წევრები არიან, თუმცა საერთო ჯამში შემადგენლობა გადახალისდა და ამან რა მოგვცა და რა დაინახა მწვრთნელმა ალბათ თავად თუ იცის. იმედი ვიქონიოთ, რომ იცის. თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ ხორვატია შინ სხვა გუნდია და მასთან დომინანტი ვერ იქნები, აი ბელარუსთან სამარტო თამაშის დროს კი საქართველომ სხვანაირად უნდა ითამაშოს, ვიდრე შვეიცარია-ხორვატიასთან გასვლაზე.

ისევ ორი განსხვავებული ტაიმი. პირველი კარგი იყო, მეორეში კი მეტოქემ აშკარად გვაჯობა. თუმცა წვიმიან ქალაქში ჩვენც შეგვეძლო კიდევ გატანა და არ წაგება, მაგრამ საბოლოდ სამართლიანად მოიგეს მასპინძლებმა.

შედგა თუ არა რეპეტიცია ხორვატიაში, სწორად არჩევს თუ არა მწვრთნელი შემადგენლობას, ამოიჩემა ერთი-ორი ფეხბურთელი თუ არა და სხვა ასპექტებს, ამას ყველაზე უკეთ ერთა ლიგის მატჩები დაგვანახებს. მანამდე კი ნაკრებს არაფერი აღარ უწევს და ერთადერთი იმედი ვიქონიოთ, რომ ფეხბურთელები მწყობრშიც იქნებიან და სათამაშო პრაქტიკაც ექნებათ. თუმცა ზოგიერთს ეს მაინც არ ეხება, ვაისი ჯიუტად ათამაშებს წლობით უთამაშებელს და ჯიუტად არ აძლევს ნორმალურ შანსს ევროპულ ჩემპიონატებში თავგამოჩენილ ფეხბურთელებს.

იმედია მწვრთნელს ეს ახირება წინ არ დახვდება.

 

ანგარიში მე-19 წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით გიორგი პაპუნაშვილმა დაასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატია გააქტიურდა და ზლატკო დალიჩის გუნდმა 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ბურთი საკუთარ კარში გურამ კაშიამ გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.
53-ე წუთზე გამარჯვების გოლი თავური დარტყმით ივან პერიშიჩმა გაიტანა.

ვლადიმირ ვაისი:

“საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა, მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.
პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100 პროცენტიანი შანსი, 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით.”

ხორვატია 2:1 საქართველო

ალდო დროსინა, პულა

ხორვატია: კალინიჩი (46′ სლუგა), მელნიაკი, პერიშიჩი, კოვაჩიჩი (65′ ვლაშიჩი), ორშიჩი (46 იურანოვიჩი), შკორიცი, პაშალიჩი (75′ პერიჩი), იედვაი (46′ ჩალეტა-ცარი), რებიჩი ბადელი, ბარტოლეცი (46′ როგი)

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (39′ შენგელია), ხოჭოლავა (80′ გრიგალავა), კაშია, ყაზაიშვილი (87′ ხარაიშვილი), ლობჯანიძე (51′ არაბული), აბურჯანია, პაპუნაშვილი (65′ კიტეიშვილი), ჯიღაური, გვილია (83′ ქვილითაია), ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კუპატაძე, დაუშვილი, კვეკვესკირი, ქვილითაია, რეხვიაშვილი

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (ს.კ) (25), 2:1 პერიშიჩი (53)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები