LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალვერდეს და ალისონის ცრემლები: მესიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა – ამბები მოკლედ

60
Barcelona-Girona-Lionel-Messi-Pablo-Maffeo-Shirt-Swap-1075565

„არსენალის“ სამედიცინო სამსახურის უფროსი „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. ის წარმოშობით მანჩესტერიდანაა.

„ლოს ანჯელეს გალაქსი“ ჩიჩარიტოს იყიდის 9+3 მლნ ევროდ. ეს კლუბის სატრანსფერო რეკორდია.

ანტონიო დონარუმა პირველი ფეხბურთელია „მილანის“ ისტორიაში, რომელმაც გოლი არ გაუშვა პირველ 300 წუთში.

„ინტერი“ გაიფორმებს ოლივიე ჟირუს 5+1.5 მლნ ევროდ.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ მადრიდული კლასიკო 1 მარტს გაიმართება.

ლეო მესიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა და ის აღმოჩნდა… ვიღაც მაფეო „ჟირონადან“.

ერნესტო ვალვერდე ტიროდა „ბარსელონას“ ფეხბურთელებთან დამშვიდობებისას.

ბარტომეუ: „ერთხელაც ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება“.

De Telegraaf-ის ჟურნალისტი: „ვან დე ბეეკი „რეალში“ გადავა, ტრანსფერი შეთანხმებულია“.

აფრიკის თასი 2021 ისევ ზამთარში, იანვარ-თებერვალში ჩატარდება“.

ლიონის მერობის კანდიდატმა წინაასაარჩევნო კამპანიის ლოგო შეცვალა, რადგან ის ძალიან წააგავდა საფეხბურთო კლუბის ემბლემას.

„ლივერპულის“ მეკარე ალისონმა თავისი თანაგუნდელის რობერტო ფირმინოს მონათვლას დაესწრო. აუზში მოწყობილი ცერემონიის დროს 27 წლის მეკარე ატირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები