26 წლის გერმანელმა ქალაქ შვაიფურტში 642 ავტომობილი დააზიანა და საერთო ზარალმა მილიონ ევროს გადააჭარბა. საქმის გამოსაძიებლად და დამნაშავის დასაჭერად სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა დანაშაული 2018 წლის თებერვლიდან აპრილამდე ჩაიდინა. ის ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა და ბასრი საგნით ავტომობილს კაწრავდა.

პოლიციელები დაზარალებულთა ყველა საჩივარს განიხილავდნენ. სპეციალური კომისია ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად იკვლევდა.

შედეგად, დამნაშავის დაკავება აპრილის თვეში მოხერხდა. პოლიციაში დარეკა ქალბატონმა, რომელმაც დაინახა თუ როგორ აზიანებდა მის ეზოში ავტომობილებს უცნობი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ადგილზე დროულად მისვლა და დამნაშავის დაკავება მოასწრეს.

მთლიანობაში საქმეში 1700 დაზიანებული ავტომობილი ფიგურირებდა, თუმცა  დაკავებულის ბრალეულობა მხოლოდ 642 ეპიზოდში დამტკიცდა.

 

ტეგები: გერმანია

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05