LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერატი რონალდოს სახლში გაძარცვეს: ზარალი 3 მილიონია

64
marco-verratti-jessica-aidi

პსჟ-ს ნახევარმცველი მარკო ვერატი გაძარცვეს.

იტალიელი ფეხბურთელი იბიცაზე ისვენებს. ის გაჩერდა სახლში, რომელიც ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის.

დანაშაულის ჩადენის დროს სახლში არავინ არ იმყოფებოდა. პოლიციას კარის გატეხვის კვალი არ უნახავს.

ზარალის ზუსტი ოდენობა არ არის ცნობილი, მაგრამ მიიჩნევენ, რომ დაახლოებით 3 მილიონი ევროს შეადგენს. ბოროტმოქმედებმა ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.

პოლიციამ ძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები