LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 54 წლის ბაბუამ ქვეყნის მთავარ ლიგაში ითამაშა

210
mogng

54 წლის კაცი ქვეყნის მთავარი ლიგის მატჩში მოედანზე გავიდა.

მონღოლეთის ჩემპიონატში “სუმიდა გეპრომ” “ულან ბატორთან” 2:3 წააგო.

“სუმიდა” 15 ტურის შემდეგ უიმედოდ ბოლო ადგილზეა. გუნდმა ყველა მატჩი წააგო საერთო ანგარიშით 7:82. სასოწარკვეთილმა მწვრთნელმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა საქმეში ხანდსურენ ოიუნბილეგი შეუშვა, რომელიც… 54 წლისაა. მან თამაშს თავი 1996 წელს დაანება, ახლა კი ასეთი ქამბექი შეასრულა.

მოედანზე გასვლისთანავე ოიუნბილეგმა იუხეშა, თუმცა მერე რამდენიმე შთამბეჭდავი ართმევა განახორციელა.

მონღოლმა ცნობილი იაპონელის კაძუესი მიურას რეკორდი მოხსნა. იაპონელმა პროფესიული კარიერა 53 წლის ასაკში დაამთავრა.

ოიუნბილეგი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, 73 წლის მეკარე ისააკ ჰაიიკმა 2019 წლის აპრილში ისრაელის მეოთხე ლიგაში სრული მატჩი ჩაატარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები