LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Aston Martin და Airbus ვერტმფრენს გამოუშვებენ

71
aston-martin-news344345

კომპანია Aston Martin–მა Airbus–თან ხელშეკრულება გააფორმა და კომპანიები ერთობლივ ვერტმფრენ ACH130 AM–ზე მუშაობენ. პროექტის დეტალები ჯერ–ჯერობით არ საჯაროვდება და პირველ ნიმუშს საზოგადოება ახალი წლის შემდეგ, 3 იანვარს იხილავს.

დასაწყისისთვის Aston Martin–მა სიახლის თიზერი გაავრცელა და კადრში კაბინის ნაწილი და საფირმო ლოგოტიპი ჩანს. ბრენდის კრეატიული დირექტორის განცხადებით, პროექტი ძალიან რთული იყო, თუმცა პროფესიონალმა გუნდმა აერონავტიკის დეტალებს ალღო მარტივად აუღო. ვერტმფრენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბრიტანული ავტომწარმოებელი უჩვეულო კოლაბორაციაში პირველად არ არის შემჩნეული. ერთ–ერთი ასეთი ხმაურიანი სიახლე ვისკის ლიმიტირებული სერია იყო, რომელიც Aston Martin–მა შოტლანდიურ მწარმოებელთან Bowmore–თან ერთად გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები