LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ათასობით ქილა ლუდით დატვირთული სატვირთო ტრასაზე გადატრიალდა

45
ლუდი

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც აშშ-ში, კენტუკის შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზეა გადაღებული. ეს რეგიონი ბურბონითაა ცნობილი, თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში სხვა ალკოჰოლური სასმელი აღმოჩნდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ლუდი Bud Light-ის ქილებით დატვირთული ყუთები გადაჰქონდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ტრასაზე გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ლუდის ქილები გზაზე გადმოიყარა და მოძრაობაც დაბლოკა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი მოსახვევში მართვას ვერ გაუმკლავდა და  ავტომობილი არასწორი მანევრის გამო გადატრიალდა.

გზაზე მიმოფანტული ლუდის შეგროვება მაშველებს მოუწიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები