LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაქირავებული 300 000 დოლარიანი „ფერარი“ გადაბრუნდა და აალდა

43
ferrarispidercrach20

ჩიკაგოში ძალიან ძვირადღირებული ავარია მოხდა. წითელი ფერის Ferrari 488 Spider ზედმეტად სწრაფად გადაადგილდებოდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მძღოლმა სუპერქარი სადილერო ცენტრიდან იქირავა.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ რა სწრაფად უახლოვდება „ფერარი“ ერთ–ერთ ყველაზე მკვეთრ მოსახვევს. შედეგად მძღოლი მართვას კარგავს, ავტომობილი წინაღობას ეჯახება.

ავარიის დროს ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, 22 წლის მძღოლი და 20 წლის მგზავრი. ორივე მათგანი მსუბუქი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ინციდენტის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა და თან მძღოლი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები