LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფორმულა-1“-ის პილოტებმა მსოფლიოში ყველაზე ნელ რბოლაში მიიღეს მონაწილეობა

28
redbul

2022 წელს ფორმულა-1 2019 წლის სეზონის შემდეგ პირველად, კანადაში ბრუნდება. გრან-პრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანია Red Bull-მა, რომელიც არამხოლოდ გუნდებს აფინანსებს, არამედ ბევრ სპორტსმენსაც უდგას გვერდით, უჩვეულო შეჯიბრი მოაწყო. ორი მრბოლელი, სნოუბორდისტი და ჰოკეისტი Zamboni-ს საჭესთან დასვეს და იმპროვიზებულ სარბოლო ტრასაზე გაუშვეს. ეს სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე ნელი რბოლა იყო.

კანადა ჰოკეისთან ასოცირდება, ამიტომ სარბოლო „ბოლიდად“ ყინულის კომბაინი Zamboni შეარჩიეს. ეს მანქანა სასრიალო მოედნებზე ყინულის აღსადგენადაა შექმნილი და მისი მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-ია. ამასთან, კომბაინის მართვას საკმაოდ სპეციფიკური ცოდნა სჭირდება და ამაში ოთხი სპორტსმენი თავადაც დარწმუნდა.

როგორც გაირკვა, რბოლაში გასამარჯვებლად „ბოლიდის“ მუშაობის ყველაზე ნელი რეჟიმი უნდა შეერჩიათ. ამ ხრიკის აღმოჩენის დამსახურებით, სერხიო პერესი ტრასაზე ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა და ყინულის თასის მფლობელიც გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები