LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ილონ მასკმა ბერლინის ქარხნის გახსნაზე დიდი წვეულება მოაწყო და 9 ათასი სტუმარი დაპატიჟა

34
teslanews

კომპანია „ტესლამ“ ახალი ევროპული ქარხნის გახსნა ძალიან ხმაურიანად აღნიშნა – ქარხანა ბერლინის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული. ღონისძიებას 9 ათასი ადამიანი ესწრებოდა, იყო მოწვეული დიჯეი, ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. ილონ მასკმა სტუმრებს გერმანულად მიმართა და პირობა დადო, რომ ტერიტორიაზე მომავალში სადგურს და ლუდსახარშსაც მოაწყობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ „ტესლამ“ თავისი ლუდის წარმოების დაწყება დაადასტურა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბერლინში მასობრივი ღონისძიებების გამართვა აკრძალულია და გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმალური ციფრი 5 ათასი ადამიანია. თუმცა, მასკმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეძლო და განსხვავებული ნებართვაც აიღო.

სოც–ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალის მიხედვით, „ტესლამ“ მთელი რეგიონი შეკრიბა და კარგადაც მოულხინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები