LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Land Rover ბონდიანას ახალ ფილმში გადაიღეს

119
land-rover-news232321

კომპანია Land Rover-მა და კინოსტუდია EON Productions-მა ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმის თიზერი გაავრცელეს და როგორც კადრებიდან ირკვევა, სურათში ერთ-ერთი მთავარი როლი Defender-ს ერგო. ყველგანმავალი სპეცეფექტების ბრიტანელი სპეციალისტის კრის კორბოულდის მონაწილეობით შეიქმნა და ის მონაწილეობას დევნის სცენებში მიიღებს.

იმისათვის რომ ახალი Land Rover-ის გამძლეობა შეემოწმებინათ, ავტომრბოლელმა ჯესიკა ჰოკინსმა ექსტრემალურ გზაზე ყველაზე რთული ტრუკები შეასრულა. ჰოკინგსი იმითაა ცნობილი, რომ ზაფხულში გინესის წიგნში მოხვდა, როცა 200 ძალის მქონდე გაზონის საკრეჭი მანქანით რეკორდი დაამყარა.

რაც შეეხება აგენტი 007-ის ავტომობილს, ის Defender 110 X-ის ბაზაზეა აგებული და უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავებითაა აღჭურვილი. კაპოტის ქვეშ კროსოვერს 3,0 ლიტრის მოცულობის 6-ცილინდრიანი ძრავი აქვს და 400 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

ფილმისთვის Defender-ს პირველად გამოიყენებენ და რამდენად წარმატებული იქნება მისი დებიუტი ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები