LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Lexus LC კაბრიოლეტად გადაიქცა

150
lexus-blue-news23243

ლოს–ანჯელესის ავტოსალონზე Lexus–ის უჩვეულო ვერსიის პრემიერა შედგა. მოდელი, რომელსაც მოძრავი სახურავი ექნება, ძირითადად ლურჯ ფერში იქნება ხელმისაწვდომი. სალონის ფერთა გამა კი 10 ელფერისგან იქნება შედგენილი.

კომპანია Lexus–მა განაცხადა, რომ სახურავის გადახსნის რეჟიმი მხოლოდ 50 კმ/სთ სიჩქარეზე მოქმედებს და მთელ ამ პროცესს 15–16 წამი სჭირდება.

მოძრავი სახურავის დატოვებით, კაბრიოლეტმა კუპეს ფორმა არ დაკარგა.

LC 500–ს სალონიც გაუუმჯობესდა და გათბობისა და კონდიცირების სისტემები უფრო მძლავრი გახდა. ასე რომ, მიუხედავად იმისა თუ რა სიჩქარით იმოძრავებს კაბრიოლეტი – სალონში სასურველი ტემპერატურა მაქსიმალურად შენარჩუნდება. გარდა ამისა, მწარმოებელმა დამცავი ეკრანიც დაამონტაჟა, რამაც ჰაერის ნაკადის ხმაური უნდა შეამციროს.

ახალი Lexus ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდება და მისი ფასი ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება. მანამდე კი გავრცელებული თიზერის შეთვალიერება შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები