LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მძღოლები ავტომობილებს ღრმა გუბეში ძირავენ, თან მაღალი სიჩქარით

37
cartsnews

Youtube  არხზე Bengregers გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ბრიტანელი მძღოლების მცდელობა, ავტომობილით საკმაოდ ღრმა წყალი გადალახონ. მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური სამსახურები მსგავსი წინააღმდეგობის წინ გამაფრთხილებელ ნიშნებს დგამენ, ავტომფლობელთა უმრავლესობა ამჯობინებს გზა სწრაფად გაიაროს. ყველაზე უხერხული მომენტებიც სწორედ ამ დროს დგება.

შემოდგომის პერიოდში ევროპის ბევრი რაიონი იტბორება. ამასთან მძღოლთა უმრავლესობა გუბეებს სკეპტიკურად უყურებს და დარწმუნებულია, რომ მათ გავლას უპრობლემოდ შეძლებს. სტატისტიკის მიხედვით, მძღოლთა 74% დატბორილი ადგილების გადალახვას მაღალი სიჩქარით ცდილობს, რაც ჰიდრო დარტყმის მიზეზი ხდება.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ათობით ავტომფლობელი ნახევარი მეტრის სიღრმის გუბის გავლას ცდილობს. ისინი არ აქცევენ ყურადღებას გამაფრთხილებელ ნიშნებს და თვლიან, რომ თუკი გზას სწრაფად გაივლიან არაფერიც არ მოხდება. ეს კი ყველაზე დიდი შეცდომაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები