LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, თუ როგორ აღადგინეს ავარიის შემდეგ დაზიანებული უნიკალური Porsche 911

97
porsche911newsgst

ავტო–სალონის LNC COllison & Car Customization–ის ტუნერებმა გამოაქვეყნეს 20–წუთიანი ვიდეო, სადაც ძალიან დაზიანებული სპორტქარის Porsche 911-ს აღდგენის პროცესია ასახული.

ვერცხლისფერი „პორშე“ დამტვრეული ავტომობილების აუქციონზე შეიძინეს. უნიკალური მოდიფიკაციის ფასი 167 000 დოლარი იყო. ავარიის შედეგად ავტომობილმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. წინა ბამპერი, მარჯვენა ფარი და ფრთა მოდელს აღარ უვარგოდა. გარდა ამისა, ძლიერი დაჯახების გამო სპორტქარის საქარე მინაც გაიბზარა, უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა და დაზიანდა გაგრილების სისტემა.

20 წუთიან ვიდეო–რგოლში ინჟინერები ნამდვილ სასწაულს ახდენენ. ექსკლუზიურ ავტომობილს პირვანდელი სახე დაუბრუნეს და ამით მისი ფასი საგრძნობლად გაზარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები