Youtube-არხზე „უოლკერის ფერმა“ გამოჩნდა ვიდეო, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრაქტორს Big Bud 16V-747-ს საბურავებს უცვლიან. უზარმაზარმა ავტომობილმა ახალი საბურავები 1977 წლის შემდეგ პირველად მიიღო.

Big Bud 16V-747 1977 წელსაა აგებული და ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს. ავტომობილის გაბარიტები სიგრძეში – 8200 მმ, სიგანეში – 6000 მმ, ხოლო სიმაღლეში კი – 4200 მმ-ია. ყველაზე დიდი ტრაქტორი 45,5 ტონას იწონის და მოძრაობაში ის 16-ცილინდრიან დიზელის ძრავს მოყავს, რომლის სიმძლავრეც 1100 ცხენის ძალაა.

საბურავები სპეციალურად ამ მოდელისთვის შეიქმნა და მათი დიამეტრი 240 სმ-ია. ბუნებრივია, მათ შესაცვლელად ახალი საბურავებიც სპეციალურად დამზადდა.

საბურავების გამოცვლა სპეციალისტებისთვის ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა და ეს პროცესი საინტერესო სანახავი იყო.

ტეგები: Big Bud 16V-747
რეკლამა: 0:05