LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პორშეს“ სუპერქარებმა Taycan–ის ელექტროქარს  ჰოლივუდური დევნა მოუწყეს

92
prshnswtcn5

კომპანია Porsche–მ 1997 წლის შემდეგ პირველად, „სუპერბოულისთვის“ სარეკლამო ვიდეო რგოლი მოამზადა. მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს სახელად „დევნა“ ეწოდა და მისი მიზანი „პორშეს“ ლეგენდარული მოდელების ტოპ–ელექტროქართან Taycan Turbo S–თან მსგავსების ჩვენება იყო.

ვიდეო ჰოლივუდური ბლოგბასტერის სტილშია გადაღებული და დევნაში სარბოლო Porsche 917 K, ჰიბრიდული ჰიპერქარი 918 Spyder, ბოლო თაობის 911 GT2 RS და დიზელის 218 Standart მონაწილეობს. 45 წამიან რეკლამაში გამოჩნდა ასევე კუპე GT3, რომლის ოფიციალური პრემიერაც ჯერ არ შემდგარა.

როგორც ბრენდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გადაღებაში მონაწილე ყველა სპორტქარი ერთი და იმავე ღირებულებებს იზიარებს და მათ სწორედ ეს ფაქტი აერთიანებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები