LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქინქლაძე – მეინ როუდის ჯადოქარი: სიტიმ გიოზე ფილმი გადაიღო

336
Screenshot 2021-02-04 173943

„მანჩესტერ სიტი“ გიორგი ქინქლაძეს ვერ ივიწყებს. ბოლო პერიოდში ეს ისტორიული გუნდი აღმავლობას განიცდის და გამოტენილია ვარსკვლავებით, მაგრამ გულიდან და გონებიდან ვერ იგდებს ერთ ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც 25 წლის წინ, სულ რაღაც სამ წელიწადში საუკუნოდ მოაჯადოვა „სიტის“ ქომაგები, თანაც ეს დაბალ ლიგებში გააკეთა.

“ქინქლაძე – მეინ როუდის ჯადოქარი” – ამ სახელწოდებით „სიტიმ“ დოკუმენტური ფილმი გაიდაიღო გიორგი ქინქლაძეზე.

ფილმში მოთხრობილია ქართველის როლზე, იმაზე, რომ გუნდი ქვედა ლიგაში ორჯერ დაქვეითდა და მიუხედავად ამისა, ის არ წასულა.

„გიორგი ქინქლაძემ „სიტიში“ სამი ამაღელვებელი სეზონი გაატარა და წარუშლელი კვალი დატოვა.
ქართველი ტალანტი იყო, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი მატჩი გაესხივოსნებინა. არც თ საუკუეთესო პერიოდში მან გუნდს ბრწყინვალება შესძინა.
მალე, CITY+-ზე დოკუმენტური ფილმი გამოვა“, – წერია “სიტის” საიტზე.

გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ თბილისის „დინამოდან“ 1995 წელს, იმ ხანად ქართული რეალობისთვის სარეკორდო თანხად – 2 მილიონად გადავიდა. „სიტიში“ ჩატარებულ 106 შეხვედრაში გიომ 20 გოლი გაიტანა.

მის მაისურზე KINGLADZE-ს (King – მეფე) აწერდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები