LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ლამაზი დღეა… იმიტომ რომ დღეს მესის დაბადების დღეა!

106
Messis-first-birthday-with-Barça

მსოფლიოს ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელი დღეს დაბადების დღეს ზეიმობს – ლეო მესი 33 წლის გახდა!

ლეო “ბარსელონასთან” ერთად სასწაულებს 2003 წლიდან ახდენს. დღემდე სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა კლუბის მაისურით 772 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 629 გოლი გაიტანა.

ნაკრებში მესის 70 გოლი აქვს გატანილი. ლეოს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გასატანი და ის კარიერაში 700-გოლიან ნიშნულს მიაღწევს.

თუ “ბლაუგრანას” არაოფიციალურ მატჩებსაც ჩავთვლით, მაშინ ლეოს ბევრად მეტი გოლი გამოუვა.

მესი “ბარსელონასთან” ერთად 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 6-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი, 8-ჯერ – ესპანეთის სუპერთასი.

ჩემპიონთა ლიგაზე 4 გამარჯვება აქვს, 3-ჯერ მოიგო უეფას სუპერთასი და 3-ჯერ – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

უეფას სუპერთასი ერთხელ მესიმ თბილისში მოიგო. 2015 წელს “ბარსელონამ” დამატებით დროში 5:4 აჯობა “სევილიას”. ლეომ 11 აგვისტოს იმ დაუვიწყარ მატჩში საჯარიმოდან 2 გოლი გაიტანა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1093&v=-iguctBnH7w&feature=emb_logo

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები