ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩინეთის სახალხო არმიის წვრთნებია ასახული. როგორც კადრებში ჩანს, გარდა საბაზისო მანევრებისა სამხედროებს დრიფტის საწყისებს, უკან სვლის ხელოვნებას და უსწრაფეს პარალელურ პარკირებას ასწავლიან. გარდა ამისა, ჯარისკაცებს სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვაც უწევთ.

სამხედრო მძღოლების ვარჯიშები სპეციალურ პოლიგონზე ტარდება და ძირითადად სატვირთო Dongfeng–ს და ყველგანმავალ Beijing BJ2020–ს იყენებენ.

ახალწვეულები „პოლიციელის მოტრიალებას“, უკანა სვლით პარალელურ პარკინგს, სწრაფად სიარულის დროს სრიალისთვის თავის გართმევას და ბევრ სხვა საინტერესო რამესაც სწავლობენ.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05