LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შიშველი პროტესტი – Alitalia-ს ბორტგამცილებლებმა რომში აქცია მოაწყეს

61
20211021001587813570-original

იტალიის გაკოტრებულმა ავიაკომპანია Alitalia-მ 74 წლიანი მუშაობის შემდეგ ბოლო რეისი შეასრულა.

ავიაგადამზიდი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჯერ კიდევ 2017 წელს აღმოჩნდა, პანდემიურ რეალობაში კი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

Alitalia დაიხურა და ის ნაციონალურმა ავიაკომპანია ITA-მ ჩაანაცვლა, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩენილი 10 ათასი ადამიანიდან 3 ათასს თუ დაასაქმებს. თანაც ხელფასის რაოდენობაც შედარებით დაბალი იქნება.

დახურული გადამზიდის ბორტგამცილებლები რომის კაპიტოლიუმის ჰოლში შეიკრიბნენ და პროტესტის ნიშნად უნიფორმები გაიხადეს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა ჩვენი ტკივილი და სოლიდარობა გამოვხატოთ. ჩვენ გვაიძულეს, რომ დამამცირებელი კონტრაქტებისთვის მოგვეწერა ხელი. ჩვენ Alitalia ვართ! ჩვენ არ დავნებდებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები