Tesla–ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა დააანონსა ახალი ფუნქცია, რომელიც ელექტროქარებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მასკის განცხადებით, ავტომობილებს ფეხითმოსიარულეებთან „საუბარი“ შეეძლებათ.

მალე „ტესლა“ ადამიანებთან კომუნიკაციას შეძლებს. თანაც ეს ხუმრობა არ არის და ერთობ სერიოზული ანონსია.

ილონმა პოსტს მცირე ვიდეოც დაურთო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ საუბრობს Model 3 მის ახლო–მახლო მოსიარულე ხალხთან. უფრო ზუსტად კი ელექტრო – ქარი გამვლელებს ჩახტომას და გასეირნებას სთავაზობს.

ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება ფუნქციის რეალიზება – ავტომობილი ხალხს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაესაუბრება, თუ უბრალოდ მძღოლის ხმას გამოიყენებს და წინასწარ ნასწავლ ტექსტებს წარმოთქვამს.

და ბოლოს, ილონმა ისიც დაამატა რომ Tesla–ს ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე დაცულია. ბრენდი მზადაა რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც Model 3–ის გატეხვას შეძლებს – მილიონი დოლარი გადაუხადოს.

მსგავსი თემები