LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტესლას ავტოპილოტი საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა

78
tslldmlll3

კანადურ რიჩმონდში თვითმხილველებმა გადაიღეს ვიდეო, რომელზეც Tesla Model 3-ია ასახული და მოდელი საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს. სპორტქარი საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადადის და თან ამ დროს საჭესთან მძღოლიც არ იმყოფება.

„ტესლამ“  ცოტა ხნის წინ ახალი ფუნქცია Smart Summon აამოქმედა და სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს რომ ავტომობილი პარკინგზე დისტნაციურად „გამოიძახოს“. მანქანა გზას მფლობელის GPS სისტემით პოულობს. როგორც ჩანს, სწორედ ეს სისტემა იყო, რიჩმონდელები რომ შეაშინა.

ინციდენტთან დაკავშირებით კომპანიამ კომენტარი უკვე გააკეთა და პასუხისმგებლობა მთლიანად მძღოლს დააკისრა. საქმე ისაა, რომ როცა  Smart Summon-ს იყენებს, მძღოლი ვალდებულია ავტომობილს ყურადღება მიაქციოს, რადგან ჭკვიან ავტოპილოტს გზაზე მიმდინარე პროცესების ზუსტად აღქმა ყოველთვის არ შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები