LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტესლას“ უკანა მინა შუა გზაზე მოსძვრა

60
teslabackglass2018

„ტესლას“ ელექტროქარების მფლობელები რომ ხარისხზე ჩივიან, სიახლეს უკვე აღარავისთვის წარმოადგენს. მორიგი დეფექტი Model 3–ის პატრონმა ჯული მაკქუინმა აღმოაჩინა. მის „ტესლას“ შუა გზაზე გადაადგილების დროს უკანა მინა მოსძვრა. ეს მომენტი ელექტროქარის კამერამ გადაიღო.

ინციდენტი კალიფორნიის ერთ–ერთ გარეუბანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ ელექტროქარი საკმაოდ მაღალი სიჩქარით გადაადგილდება და მინა მას სწორედ ამ დროს სძვრება. საბედნიეროდ, „ტესლას“ სიახლოვეს სხვა მანქანები არ იყო, ამიტომ არავინ დაზარალებულა.

მაკქუინი იხსენებს, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ხმოვანი გაფრთხილება მოესმა. ქალმა რაღაცის გატეხვის ხმა გაიგო, რა დროსაც ნაპირისკენ დაიწყო მოძრაობა რათა გაჩერებულიყო და ავტომობილი შეემოწმებინა. თუმცა, ეს ვერ მოასწრო, ელექტროქარი გაჩერებამდე დაზიანდა.

„ტესლას“ სერვის ცენტრში მინის შეცვლა არ სურდათ, თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ სხვა გზა უბრალოდ არ დარჩათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები