LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თურქულმა ავტომობილმა 10 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეძლო

92
flymsch

თურქულმა კომპანია Baykar–მა თავისი ბოლო ნამუშევრის  – აერომობილი Gezeri–ს ტესტ–დრაივის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. როგორც კადრში ჩანს, 230 კილოგრამიანმა კონსტრუქციამ მიწიდან 10 მეტრის სიმაღლეზე შეძლო ასვლა. ამასთან, ავტომწარმოებელი ირწმუნება რომ აერომობილი 2000 მეტრის სიმაღლეზე საფრენადაა გათვლილი.

Gezeri–მ თავისი პირველი საცდელი ფრენა წარმატებით დაასრულა. მოდელმა ჰაერში ასვლა 8 ელექტროძრავის დამსახურებით შეძლო და ეს ილეთი მან ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გააკეთა. ჯერ–ჯერობით აპარატი მხოლოდ ერთ მგზავრზეა გათვლილი, თუმცა მომავალში ადგილების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

გარდა ამისა, კომპანია გეგმავს რომ მფრინავი ავტომობილის სატვირთო ვარიანტიც შექმნას, რომელსაც გადაზიდვების სფეროში გამოიყენებენ.

პოტენციურად Gezeri–ს მიწიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ასვლა. მისი საშუალო სიჩქარე 100 კმ/სთ და პირველ ჯერზე 70–80 კმ–ს გადალახვა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები