LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ისინი, „იუვენტუსის“ ფეხბურთელების ქალები (ფოტო)

807
1juve

„ბებერი ქალბატონი“, „შავ-თეთრები“, „ზებრები“ – ეს ყველა ლეგენდარული ტურინის „იუვენტუსის“ მეტსახელია. იტალიური სუპერკლუბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში და ყველგან ყავს ქომაგები, მათ შორის საქართველოშიც. გულშემატკივრების არმია კიდევ უფრო გაიზარდა გუნდში თვით კრიშტიანო რონალდოს მისვლის შემდეგ.

მოდი ვნახოთ ვინ არიან პოპულარული ფეხბურთელების მეუღლეები და მეგობარი გოგონები.

 

მარინა ლუჩენკო – მეკარის ვოიცეხ შჩესნის ცოლია. მარინა წარმოშობით უკრაინის ქალაქ ვინიცადანაა. ის პოპულარული მსახიობი და მომღერალია პოლონეთში. ვოიცეხს 2013 წელს შეხვდა, ქორწილი 2016 წელს გადაიხადეს, 2018-ში ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ლიამი დაარქვეს, ჰოლივუდელი ლიამ ნისონის საპატივსაცემოდ.

 

მარტინა მაკარი – ლეონარდო ბონუჩის მეუღლე. მარტინა რომაელია და ლეონარდოს ბავშვობიდან იცნობს. ახალგაზრდები 2011 წელს დაქორწინდნენ. მარტინა მოდის სახლის „არმანის“ მოდელი იყო. მათ ორი შვილი ყავთ, ლორენცო და მატეო.

 

იზაბელ მატუიდი – ფრანგი ბლეზ მატუიდის ცოლია. ისინი ერთმანეთს 2012 წელს საერთო მეგობარმა გააცნო. იზაბელი მარსელიდანაა, რომელმაც ქმარს სამი შვილი აჩუქა. თავისუფალ დროს, როგორც პოპულარული სპორტსმენის ბევრი ცოლი, ქველმოქმედებითაა დაკავებული.

 

ორიანა საბატინიპაოლო დიბალას მეგობარი გოგო. ორიანა ცნობილი ჩოგბურთელის გაბრიელა საბატინის დისწულია. გოგონა ბუენოს აირესიდანაა და პოპულარული მოდელია თავის ქვეყანაში. ამჟამად კონტრაქტი აქვს იტალიის მოდის სახლ „ვერსაჩესთან“, ხშირად მუშაობს რომსა და მილანში.

 

ლუსიანა სალაზარი გონსალო იგუანის მეუღლე. ლუსიანა არგენტინელი „პამელა ანდერსონია“. „პლეიბოის“ ვარსკვლავი და ცნობილი მოდელია. ასევე იღებენ კინოში და მუშაობს ტელევიზიაში.

 

ჯორჯინა როდრიგესი – თვით კრიშტიანო რონალდოს ცოლი. ჯორჯინა არგენტინის დედაქალაქში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაში ოჯახთან ერთად ესპანეთში გადაბარგდა. მაღაზია Gucci-ში კონსულტანტად მუშაობის დროს 2016 წელს შემთხვევით გაიცნო დიადი ფეხბურთელი და მას მერე მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები