LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen მორიგ კანონდარღვევაში გამოიჭირეს

volkswagen

გერმანული ბრენდი აკრძალულ ავტომობილებს მთელი 10 წლის განმავლობაში ყიდდა.

Volkswagen ყიდდა იმ ავტომობილებს, რომელებიც წესით ხმარებიდან უნდა ამოეღო. საუბარია პროტოტიპებზე, რომელბიც მხოლოდ საცდელად შეიქმნა და თავისი მოვალეობის შესრულების შემდეგ ჯართად უნდა ქცეულიყო. კომპანია კი ამის ნაცვლად მათ ევროპისა და ჩრილოეთ ამერიკის დილერებს უგზავნიდა და შედეგად ბევრი ადამიანიც დააზარალა.

გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, 2006 წლიდან 2018 წლამდე ბრენდმა 6700 უკანონო მოდელი გაყიდა. თუმცა, დაუზუსტებელი ცნობებით, გაყიდული ავტომობილების რაოდენობა ბევრად მეტი – 17 ათასი იყო.

მწარმოებელს აღნიშნული ავტომობილების უკან გაწვევა და მათი პატრონებისთვის მორალური ზარალის ანაზღაურება მოუწევს, რაც ბუნებრივია, ბრენდის იმიჯს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები