LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo–ს ავტომობილში ჰაერი მაქსიმალურად სუფთა იქნება

64
volvonews29169o

კომპანია „ვოლვომ“ სალონში ჰაერის გაწმენდის ახალი სისტემა  Advanced Air Cleaner წარადგინა. ტექნოლოგია მტვრის ყველაზე მცირე ნაწილაკებს ებრძვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავსი ნაწილაკების დიდი კონცენტრაცია სასუნთქი გზების ინფექციების მიზეზი ხდება ხოლმე.

ისევე როგორც სხვა მსგავსი სისტემები, კომპლექსი Advanced Air Cleaner სალონში ჰაერის შემადგენლობას ზომავს და თან შეუძლია შეადგინოს გრაფიკი, სადაც ჰაერის წმენდის რეჟიმი რეალურ დროში იქნება გაწერილი. ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი ცენტრალურ დისპლეიზე აისახება და მტვრის ნაწილაკების ნეიტრალიზებაც ამის შემდეგ იწყება. მობილური აპლიკაციის Volvo On Call–ის დახმარებით, სისტემის ჩართვა მგზავრობის დაწყებამდეცაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის გაწმენდის სისტემები ჩვენს რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გახდა, ამიტომ მის განვითარებას აბსოლიტურად ყველა ავტომწარმოებელი ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები