LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის სპორტსმენი: მესი და ლუისი

140
hi-res-227b17a40e77d3ca5b6c974e998161cd-crop-north

ცნობილი გახდა Laureus World Sports Awards-ის ჯილდოს მფლობელები. ის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ და „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა გაიყვეს.

ლეოს და ლუისის გარდა, პრიზზე პრეტენზიას აცხადებდნენ რაფაელ ნადალი, ტაიგერ ვუდსი, მძლეოსანი ელიუდ კიპჩოგე და მოტომრბოლელი მარკ მარკესი. 2019 წელს მესიმ მეექვსე მოიგო „ოქროს ბურთი“, რითაც რეკორდსმენი გახდა. ჰემილტონი კი მეექვსედ გახდა „ფორმულა 1“-ის ჩემპიონი.

მესი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია და მან დამსწრე საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

„მე პირველი ვარ ვინც ეს ჯილდო გუნდური სპორტის სახეობიდან მიიღო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

Laureus World Sports Awards-ის პრემია 1999 წელს დაფუძნდა საერთაშორისო ფონდების მიერ და ბიზნესის სამყაროში ცნობილი რამდენიმე გენერალური პარტნიორიც მონაწილეობდა.

პირველ ეტაპზე კანდიდატებს სპორტული პრესა ირჩევს, შემდეგ აკადემიის წევრებს შორის ხმის მიცემა ხდება. ესენი კი წარსულში ცნობილი სპორტსმენები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები