LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, გადაწყვიტა ქალაქის კომფორტზე უარი თქვას და საცხოვრებლად ჯუნგლებში გადავიდა

121
1_Top-pic-Template-copy-Recovered-Recovered-Recovered-Recovered

ბრიტანულ ქალაქ კემბრიჯში მაცხოვრებელმა ოჯახმა გადაწყვიტა ქალაქის კომფორტზე უარი ეთქვა და საცხოვრებლად ამაზონის წვიმიან ტყეებს მიაშურა. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirror ავრცელებს.

გრეგ დიკენსმა, რომელიც 36 წლისაა და მისმა მეუღლემ, 35 წლის გვენ ბრენდბერიმ ერთმანეთი 15 წლის წინ ბიოლოგიის ოლიმპიადაზე გაიცნეს. 4 წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. მალევე რომანი დაიწყეს და დაქორწინდნენ. მეუღლეებს 3 შვილი ჰყავთ: 5 წლის ტალფა, 3 წლის მარტესი და ერთი წლის დიკენსი.

წყვილმა გადაწყვიტა, დროებით სამსახური დატოვოს და ბავშვებთან ერთად ცოტა ხანი ჯუნგლებში გაატაროს. ამ მოგზაურობას ისინი მთელი 10 წლის განმავლობაში გეგმავდნენ და კარგად იციან თუ როგორ გადარჩნენ ველურ ბუნებაში, საშიში ცხოველების, ქვეწარმავლებისა თუ მწერების გარემოცვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები