LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა ტვინის მუშაობისთვის იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ფიქრობდით

53
wide-4-3-6f6b3919aca99d7a82071f2c01142718

ყავის ან ჩაის ხშირი მოხმარება ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკს ამცირებს. ასეთი დასკვნა ჩინელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევების შემდეგ გამოაქვეყნეს.

ბიოლოგებმა ყავა ტვინის მუშაობას დაუკავშირეს და სასარგებლო ეფექტიც აღმოაჩინეს. მათ 365 682 ადამიანი შეისწავლეს.
სპეციალისტები მოხალისეებს 2006-დან 2010 წლამდე აგროვებდნენ, მათ ჯანმრთელობას კი 2020 წლის ჩათვლით აკვირდებოდნენ.

კვლევის დასაწყისში თითოეულმა მონაწილემ ზუსტად განსაზღვრა თუ რამდენად ხშირად სვამდა ჩაის ან ყავას. 14 წლის განმავლობაში დემენცია 5079 ადამიანს განუვითარდა, ხოლო ინსულტი 10 053-ს.

შეგროვილი მონაცემების გაანალიზების შემდეგ სპეციალისტები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: იმ ადამიანებს ვინც ჩაისა და ყავას რეგულარულად მიირთმევდა – ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად აწუხებდათ.

შედარებით ცუდი შედეგები ჰქონდათ მათ, ვინც კოფეინს საერთოდ არ იღებს, დღეში ერთხელაც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები