LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული Bugatti გზაზე პირველად გადაიღეს

93
nugattinews

ქსელში Bugatti La Voiture Noire–ს ფოტო გამოჩნდა – ჰიპერქარი, რომელიც 2019 წელს უცნობი კოლექციონერისთვის ერთადერთ ეგზემპლარად შექმნეს, გზაზე გადაიღეს.

La Voiture Noire ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი ფასი 11 მილიონი ევროა, თუმცა სხვადასხვა გადასახადების გათვალისწინებით საბოლოო ფასი 16,7 მილიონს აღწევს.

სპორტქარი მოძრაობაში 8,0 ლიტრის მოცულობის W16 ძრავს მოყავს და აგრეგატს 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 7–საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ჰიპერქარის სხვა ტექნიკური მახასიათებლები მწარმოებელმა არ გაამხილა, თუმცა ცნობილია რომ ანალოგიური Chiron პირველ 100 კმ–ს 2,4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კმ/სთ–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები