LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ჰოლივუდური Ford აუქციონზე გაიყიდება

107
ford-news23433

ცისფერი Ford GT40 რომელსაც სანომრე ნიშანი – 1 აქვს, გასაყიდად ამერიკულმა აუქციონმა Mecum-მა გამოიტანა. „ლე-მანის“ ტრიუმფატორის ასლი, რომელიც ცნობილ ფილმში გადაიღეს, ახალ პატრონს 2020 წლის იანვარში მოძებნის.

ლეგენდარული ავტომობილის რეპლიკის შექმნაზე კალიფორნიულმა ავტოსალონმა იზრუნა. ავტომობილი ფილმის პროდიუსერს აჩვენეს და ასლი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მთავარი გმირის კენ მაილზის როლის შემსრულებელი – კრისტიან ბეილი სწორედ მასზე მოკალათდა.

ავტომობილი ორიგინალისგან ვიზუალით თითქმის არ განსხვავდება. დაწყებული ზოგადი დიზაინით დამთავრებული საბურავებით ყველაფერი იდენტურად გამოიყურება.

თუმცა, რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ჰოლივუდურ ვერსიას ნამდვილ ჩემპიონთან არაფერი აქვს საერთო. V8 ძრავის ნაცვლად მოდელი მოძრაობაში Roush 427IR V8-ს მოყავს და აგრეგატი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები