კრიშტიანო რონალდო ასაკს არ იმჩნევს და ახალ მწვერვალებს იპყრობს. გოლები, გოლები და ახალი მიღწევები – სხვა ამ კაცს არაფერი არ აინტერესებს და გამოსდის კიდეც.

ბოლო ტურში “იუვენტუსმა” 2:1 მოუგო “ლაციოს” – ორივე რონალდომ გაიტანა.

 

  • კრიშტიანომ (“ოქროს ბურთის” გაუქმების დღეს) 30-ე გოლი გაიტანა სერია ა-ს ამ სეზონში. პორტუგალიელი “იუვენტუსის” მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც 30 ერთ ჩემპიონატში გაიტანა. წინა შემთხვევიდან 68 წელია გასული: 1951/52 წლებში ამდენივე გაიტანა ჯონ ჰანსენმა, ხოლო 1933/34 წლების ჩემპიონატში – ფელიჩე ბორელმა 31 გოლი გაიტანა. თითქმის არ არის საეჭვო, რომ რონალდო დარჩენილ ოთხ ტურში რეკორდს გაუმჯობესებს.
  • რონალდომ სერი ა-ში ყველაზე სწრაფად გაიტანა 50 გოლი – მას 61 მატჩი დასჭირდა. Opta აზუსტებს, რომ ასე ოპერატიულად არავის გამოსვლია, ვისაც ლიგაში დებიუტი ჰქონია 1994/95 წლებიდან მოყოლებული. აქამდე საუკეთესო იყო ანდრეი შევჩენკო (68 მატჩი), შემდეგ მოდიან ბრაზილიელი რონალდო (70), მილიტო და ტრეზეგე (78).
  • კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც 50+ გაიტანა სერია ა-ში, ლა ლიგაში დ პრემიერლიგაში. ინგლისში 84 გოლი, ესპანეთში – 311.

 

და კიდევ: “ლაციოსთან” შესრულებული დუბლით რონალდო იტალიის პირველობაზე ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილეს გაუთანაბრდა (30 გოლი ორივეს და აქედან 12 პენალტი ორივეს). ამ მხრივ კრიშტიანოს ჯერ კიდევ რჩება შანსი ევროპის ბომბარდირობა – “ოქროს ბუციც” მოიგოს, რომელიც დღეის მონაცემებით რობერტ ლევანდოვსკის (“ბაიერნი” – 34 გოლი) ეკუთვნის.

“იუვენტუსს” კი მორიგ ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა რჩება – ოფიციალურად 4 მატჩში 4 ქულა სჭირდება.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05