LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველგან ყველაფერი გაჩერდა: ევროპა ფეხბურთის გარეშე დარჩა

88
3000

16 მარტს გერმანიის საფეხბურთო ლიგა მიმდინარე სეზონის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. Express.de-ის ინფორმაციით, პირველი და მეორე ბუნდესლიგა შესაძლოა ნაადრევად დასრულდეს გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე. სავარაუდოდ ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონის 26-ე ტური (13-16 მარტი) ბოლო იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგიდან არავინ არ გავარდება, პირიქით ტურნირს მეორე ბუნდესლიგის ოთხი გუნდი შეავსებს. ასე რომ, მომდევნო სეზონში გერმანიის პირველობაზე 22 გუნდი იქნება, მათგან 4 პირდაპირ გავარდება, ერთს კი გადათამაშება მოუწევს.
26-ე ტურის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

 

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Times წერს თუ როგორ ჩაივლის ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის დარჩენილი ნაწილი.
უსაფრთოების საკვანძო ზომა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიიღებს, ყველა დივიზიონის მატჩებზე დასწრების აკრძალვაა. ჯერჯერობით თამაშების გაუქმებაზე საუბარი არ არის.
ამასთან, მატჩებს არ აჩვენებენ პაბებში, გარდა ამისა, ისედაც შეიზღუდება თამაშების ტელევიზიით პირდაპირი ტრანსლირება და ჩვენებების რაოდენობა.

 

გაჩერდება საფრანგეთის ჩემპიონატიც.
მაცნობეს, რომ ლიგა 1 ერთი თვით გაჩერდება.”ლიონი”-“რეიმსის” მატჩი გაუქმდა”, – დაწერა ტვიტერზე beIN SPORTS-ის ექსპერტმა ბრაჰიმ ტიამიმ.

 

 

პრობლემებია ესპანეთშიც. მთელი მადრიდის “რეალი” კარანტინში გადავიდა. ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ფეხბურთელები და კალათბურთელები კი ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ. ამიტომ “რეალის” 13 მარტის მატჩი “ეიბართან” გაუქმდა.
“რეალის” იზოლირების ცნობიდან რამდენიმე წუთში ესპანეთის ჩემპიონატის შეჩერების განცხადება გაკეთდა. ტურნირის განახლების ვადებს ჯერ არ საუბრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები