LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხული დასასრულს უახლოვდება – 5 რჩევა, რომელიც სევდის დაძლევაში დაგეხმარებათ

103
რჩევები

ბევრი ადამიანისთვის ზაფხულის დასასრული ისეთივე დეპრესიულია, როგორც წლის ბოლო. სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ვიაზრებთ, რომ ზაფხულის დასრულებამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი. დასასრული კი როგორც წესი სევდას, შფოთს და რიგ შემთხვევაში უფრო სერიოზულ ემოციებსაც იწვევს.

არადა დრო ჯერ კიდევ გაქვთ, რომ ეს ზაფხული მაქსიმალურად მხიარულად გაატაროთ და ყველა დასახული მიზანი შეასრულოთ.

საუკეთესო სტარტის აღებაში რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.

1. ისწავლე ის, რაც მოგწონს.

ზაფხული იმას არ ნიშნავს, რომ სწავლა-განათლებისთვის დრო ვერ გამონახოთ. მოძებნეთ კურსი, სადაც იმას ისწავლით რაც მოგწონთ. დაეუფლეთ ახალ პროფესიას, აიღეთ კიდევ ერთი სერტიფიკატი.

2. დაგეგმე მოგზაურობა.

დასასრულთან გამკლავებაში ყველაზე კარგად რაღაც ახლის დაგეგმვა დაგეხმარებათ. აირჩიეთ ესა თუ ის მიმზიდველი დანიშნულება და მომავალი მოგზაურობა დაგეგმეთ.

3. მოიკითხე ძველი მეგობრები.

განწყობის გაუმჯობესებაში ყველაზე უკეთ მეგობრები დაგეხმარებიან. დაუკავშირდით მათ, დაგეგმეთ საინტერესო აქტივობები და ზაფხული ბოლომდე შეირგეთ.

4. სასარგებლო დრო.

ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენს კარიერაზე, პროფესიულ მიზნებზე და სამომავლო განვითარებაზე იფიქროთ, დაგეგმოთ და დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

5. გენერალური დალაგება.

რამდენიმე კვირაში ამინდი შეიცვლება, ამიტომ შეგიძლიათ კარადის დალაგებაც დაიწყოთ. იმ ნივთების გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ და ახალი ნივთებისთვის ადგილის გამოთავისუფლება თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ძალიან სჭირდება. სცადეთ ეს პრაქტიკა და ამაში პირადად დარწმუნდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები