LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულიამ ავღანეთში დაჭრილი ლეიტენანტი თამაშზე დაპატიჟა (ვიდეო)

50477976_2593415477339912_1428972362824417280_o

ზაზა ფაჩულიამ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ქართველი უფროსი ლეიტენანტი, ივერი ბუაძე NBA-ს მატჩზე დაპატიჟა.
ზაზას “დეტროიტი” ვაშინგტონში იქაურ „ვიზარდს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 101:87 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა 4 ქულა ჩააგდო.

ამერიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივერი ბუაძე მატჩზე სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დაპატიჟა.

სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი ავღანეთში 2017 წლის 6 სექტემბერს, იმ დროს დაშავდა, როცა ბაზასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. უფროსი ლეიტენტანტის, ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა გადარჩა. მასთან ერთად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები