LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტი რომ არ გადაიხადოთ – ხელბარგის ზომას აეროპორტში მისვლამდე დაადგენთ

2426
1000

აკმაყოფილებს თუ არა ბარგი ავიაკომპანიის სტანდარტებს, ნეტავ ხელბარგში ზედმეტს ხომ არ გადამახდევინებენ – ეს კითხვები აეროპორტში მისვლამდე, ალბათ, ბევრ მგზავრს აწუხებს.

სწორედ მათი ამ პრობლემის გადასაჭრელად, დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავაიკომპანია Ryanair-მა ახალი სერვისი დანერგა, რომელიც მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს ბარგის ზომა სახლშივე დაადგინონ და აეროპორტში ზედმეტი შფოთვის გარეშე, მშვიდად მივიდნენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, Ryanair-ის მობილურ აპლიკაციას ახალი ფუნქია დაემატა. მისი გამოყენებით ხდება ბარგის სკანირება და ზომების დადგენა (საუბარია ხელბარგზე, რომლის ატანაც ბორტზეა დაშვებული). თუ ხელბარგის ზომა ავიაკომპანია Ryanair-ის სტანდარტებში არ ჯდება, მაშინ აღნიშნული აპლიკაცია თავადვე გამოთვლის, რა თანხის დამატება მოუწევს მგზავრს მის ბორტზე ასატანად.

შეგახსენებთ, 2018 წლის ნოემბრიდან ირლანდიურმა ავიაკომპანიამ ბარგის გადატანის წესები შეცვალა და ისინი კიდევ უფრო გაამკაცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები