LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუროსმა შერჩევა დაიწყო: ჯერ ახალგაზრდების კემპი და მერე გაფართოებული (ვიდეო)

187
DSC-4928

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა შემადგენლობის შერჩევა დაიწყო. ძირითად კანდიდატთა შეკრება 27 ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი ბერძენი სპეციალისტი პერსპექტიული მოთამაშეების კემპს ჩაატარებს, რომელზეც ყველა იმ მოთამაშეს უხმო, რომლებსაც ეროვნული ნაკრების დახმარების პერსპექტივა გააჩნიათ.

კალენდარი ცნობილია: ევროპაზე კარგი გუნდი უნდა გვყავდეს

საქართველომ არ იცის მეტოქე როგორი იქნება, არც ის თვითონ როგორი იქნება.

ნაკრების ასისტენტების დახმარებით ზუროსმა შეადგინა 19-კაციანი სია, რომელთა უმეტესობასაც ახალგაზრდაა და რომლებიც 25 ივლისიდან ვერის დარბაზში ივარჯიშებენ. კანდიდატების შესარჩევ კემპზე გამოძახებულ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება:

ილიას ზუროსი 2 დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებზე დააკვირდება კემპის მონაწილეებს და მათ, ვინც თავს გამოიჩებს, 27 ივლისსაც დაიბარებს, როცა ეროვნული ნაკრების იმ კალათბურთელთა შეკრება დაიწყება, რომლებსაც ხშირად უწევთ ეროვნულ გუნდში თამაში. 27 ივლისიდან შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები იქნებიან:

ეროვნული ნაკრების შეკრება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ზუროსის გუნდს 7 აგვისტოდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ის წევრები შეუერთდებიან, რომლებსაც ეროვნული გუნდის მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრები 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები