LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ადამიანი საკუთარი ასტროლოგიური პასპორტით იბადება” – ადამიანთა პროფესიები ზოდიქოს ნიშნის მიხედვით 

14
sofia

29 იანვარს „ავტორადიოს“ და სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემას „ასტრომაგია“, რომელიც ამჯერად ზოდიაქოს ნიშნების პროფესიულ ინტერესებს დაეთმო, NLP-ქოუჩი თა ლობჟანიძე სტუმრობდა, რომელმაც ნეიროლინგვისტურ პროგრამირებისა და მის მეთოდებზე ისაუბრა.

* * *

მართალია, ასტროლოგია საკუთარი თავის შემეცნების და ცხოვრების გზის სწორად არჩევის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ პიროვნულად ზრდის უამრავი თანამედროვე მეთოდი არსებობს, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი სწორედ ნეიროლინგვისტური პროგრამირებაა.

ასტროლოგია მეტწილად მინიშნებათა სისტემაა, რადგან პირადი ჰოროსკოპის წყალობით, ასტროლოგი პირველ რიგში ადამიანის თავისებურებებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს იკვლევს, ნეიროლინგვისტური პროგრამირება (იგივე NLP) კი, ერთის მხრივ, საკუთარ ქვეცნობიერთან „საუბარში“, შიშებისა და კომპლექსების აღმოჩენაში, მეორეს მხრივ კი, პოზიტიურად აზროვნებასა და ურთიერთობების სწორად აწყობაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ NLP საკმაოდ რთული მემცნიერებაა თავისი მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით, რომელთა სწორი გამოყენება არაშვეულებრ შედეგებს იძლევა, მთავარია, ადამიანმა სწორად გაიზროს პრობლემები და ზუსტად განსაზღვროს, რა შედეგის მიღება სურს.

* * *

– ვისთან უფრო რთულია მუშაობა, ვისაც პროფესიული წარმატების მიღწევა სურს, პირად ცხოვრებაში სტაბილურობის მოპოვება ურჩევნია თუ საკუთარი ნაკლოვანების გამოსწორებას ცდილობს?

(თა ლობჟანიძე) ყველაზე რთული მასთანაა მუშაობა, ვინც თვითონაც არ იცის, რა უნდა. ამიტომ, აუცილებელია ხშირად ვკითხოთ საკუთარ თავს, ვინ ვართ, რა გვინდა, საით მივდივართ და რა დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.

(სოფია ბზეკალავა) ასტროლოგიის მსგავსად NLP-ც მომავლის მეცნიერებაა, რადგან ადამიანებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ საკუთარი თავის გაცნობის სურვილი. სინამდვილეში, უსიამოვნებების მთავარი მიზეზი სწორედ პრობლემის უარყოფაა, როცა ადამიანი ყოველთვის სხვაგან და სხვაში ეძებს დამნაშავეს, მაშინ როცა ნაკლის ძიება პირველ რიგში საკუთარი თავიდან უნდა დაეწყო. მართალია, ყველას სწრაფად უნდა შედეგის მიღება, მაგრამ არც ასტროლოგია, არც NLP არ იძლევა სწრაფ შედეგს, რადგან საკუთარ თავში, ქცევებში კორექტივების შესატანად და ცხოვრების შესაცვლელად საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. ვფიქრობ, ადამიანთა დიდი ნაწილისთვის მთავარ პრობლემებას ბავშვობაში შეძენილი კომპლექსები, ასევე კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს, რომელიც წინაპრებისგან მოჰყვება. მაგალითად, თუ გენეტიკურ წინაპარ ქალს მსხვერპლის როლი ჰქონდა მორგებული, მისთვის უცხო იყო კომპლიმენტები და ყურადღება, მაშინ მის შთამომავალ ქალს აუცილებლად ექნება მამაკაცების უნდობლობა. სწორედ ამიტომაა საჭირო მუშაობა ქვეცნობიერთან, რათა მოვიძიოთ პრობლემა და ვცადოთ გენეტიკური მეხსიერების შეცვლა.

– როგორც ვიცით, ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ქვეცნობიერში ილექება, ერთ დღეს აუცილებლად კომპლექსად იქცევა. საინტერესოა, თქვენ როგორ ეხმარებით ამ შემთხვევაში „პაციენტს“?

– (თა ლობჟანიძე) ჩვენ მუშაობას თვითშეფასების ამაღლებით ვიწყებთ. ვთავაზობთ საკუთარი დადებითი თვისებების და კარგად შესრულებული დავალებების ჩამოწერას, რადგან თვითშეფასების ნგრევა ბევრად მძიმე „სენია“ ვიდრე უსაფუძვლო ამბიციები და გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ თავზე.

– (სოფია ბზეკალავა) სხვათაშორის, ერთი შეხედვით თავდაჯერებულ, ამპარტავან ადამიანს ხშირად აქვს საკუთარი თავის შეყვარების პრობლემა, რადგან თვითრწმენა მხოლოდ ილუზორულია და სინამდვილეში „იდეალური მე“-ს კომპლექსით იტანჯება.

– როგორ ფიქრობთ, რა ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას?

– (სოფია ბზეკალავა) დაბალი თვითშეფასება პირველ რიგში მშობლების ბრალია, რომლებიც იშვიათად აქებდნენ ბავშვს. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს საუკეთესო უნდა შვილისთვის, მაგრამ მეტწილად ზუსტად ისე იქცევა, როგორც მას ექცეოდნენ ბავშვობაში, რადგან მშობელთან ურთიერთობის სხვა ფორმა არ იცის.

– (თა ლობჟანიძე) ხშირად, მშობლები უარს ამბობებნ მათთვის კარგად ნაცნობ ურთიერთობის მოდელზე, მეორე უკიდურესობაში ვარდებიან და მაინც უამრავ შეცდომას უშვებენ. ამასთანავე, შექება ბავშვის მსგავსად, ზრდასრული ადამიანსაც სჭირდება,  ამიტომ მაქსიმალურად ხშირად უნდა გავცეთ პოზიტიური ემოციები. სხვათაშორის, წარმატებული ადამიანი ყოველთვის თავდაჯერებულია, რადგან მას კარგად აქვს გააზრებული საკუთარი დადებითი თვისებები და საკუთარი თავის ფასიც კარგად იცის.

– რამდენად მარტივია, წლების მანძილზე მძიმე სტრესში მყოფი ბავშვის ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნება?

– (თა ლობჟანიძე) თვითშეფასების ამაღლება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მუდმივი მუშაობა სჭირდება. ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ვურჩევ მთვარის აღმავალ ციკლზე სულ მცირე 28-დღიანი პროგრამა გაიაროს და ყოველდღე აღნუსხოს საკუთარი ღირსება, მცირე და მსხვილი წარმატება. სხვათაშორის, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ან განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს ან უნიკალური თვისება. სამწუხაროდ, ჩვენ ნეგატივს უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ, ვიდრე პოზიტივს ამიტომაა საჭირო დადებით თვისებებზე აქცენტის გაკეთება. რა თქმა უნდა, იდეალური არავინაა, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული მაინც აუცილებელია, არა განდიდება, არამედ მიღება და იმის შეყვარება, რაც სინამდვილეშია.

(სოფია ბზეკალავა) ზოდიქოს ნიშნების მიხედვით ადამიანის 12 განსხვავებული ფსიქოტიპი არსებობს, რადგან ასტროლოგიის მტკიცებით, სწორედ მზე ანუ ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს ადამიანის ეგონებელობას. ცეცხლის ნიშნები, რომელთაც მზის ძლიერი ენერგია აქვთ, უფრო თავდაჯერებულები არიან, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები, ყოველთვის მარტივად გამოსდით პრობლემების დაძლევა და მარცხის შემთხვევაშიც სწრაფად დგებიან ფეხზე, ამიტომ ასტროლოგების მოწოდება, „აანთე შენი მზე!“ სწორედ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო თვისებების გაცნობიერებას და ღირსებებით ბრწყინვას გულისხმობს. სხვათაშორის, ასტროლოგების რწმენით, რეალურ ცხოვრებაში მამა – მზეს განასახიერებს, ამიტომ, ბავშვობაში ცუდი ურთიერთობა მამასთან ან პროტესტი მისი ქცევის მიმართ, აუცილებლად დაბალი თვითშეფასებით აისახება ზრდასრულ ასაკში. სწორედ ამიტომაა საჭირო ჯერ პრობლემის დაზუსტება, მერე კი, მასზე მუშაობა, რაშიც NLP გვეხმარება.

(თა ლობჟანიძე) გარკვეული სავარჯიშოების წყალობით, ყოველთვის შეიძლება ემოციურად წარსულში დაბრუნება და უკვე შევსებული რესურსებით მოვლენების გაანალიზება ანუ ბავშვობის ზრდასრულის, უკვე განსხვავებული პოზიციიდან შეხედვა და წარსულის აღქმის შეცვლა.

– საუკეთესო თერაპიად რა მეთოდი ითვლება?

– ძალიან საინტერესოა ნეიროგრაფიკა, როცა ადამიანი აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ხატავს საკუთარი შიშებს, კომპლექსებს და რაც მთავარია, თავისუფლდება მათგან.

* * *

ადამიანთა პროფორიენტაცია ზოდიქოს ნიშნის მიხედვით 

სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ვერასდროს თმობს არასასურველ პროფესიას, რომელიც მართალია, არ ანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ მხოლოდ ასე ახერხებს გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნებას, არადა, სინამდვილეში, მხოლოდ ის საქმეა წარმატებული, რომელიც სიყვარულით და სიამოვნებით კეთდება

აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი უფრო თამამად რისკავს, ზოგს კი, უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად კუროს, ეტაპობრივად ურჩევნია ცვლილებების განხორციელება, ლომს – მართალია, არ აშინებს ცვლილებები, მაგრამ მაინც ყოველთვის ფრთხილად მოქმედებს, რადგან გარშემომყოფთა დაცინვას უფრთხის. სასწორი ხშირად განიცდის მშობლების გავლენას, რომლებიც მის ცხოვრებას გეგმავენ, სწრაფად ეგუება ბედს და იმ შემთხვევაშიც ბოლომდე მიჰყვება ერთხელ არჩეულ პროფესიას, თუ თავად არ მოსწონს, მორიელს მუდმივი სტრესი სჭირდება, რადგან მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს სრულფასოვნად, ტყუპებს, ვერძს და მერწყულს მონოტონურ სამსახურში უჭირთ გაძლება, რადგან მუდმივად ახალი შთაბეჭდილებების ძიებაში არიან და ზუსტად ასე იქცევიან პირად ცხოვრებაშიც, როცა სინანულის გარეშე ტოვებენ პარტნიორს თუ ჩათვალეს, რომ საკუთარი თავი უკვე ამოწურეს ურთიერთობებში.

რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ მოსაბეზრებელი სამსახურის დატოვების და საყვარელი საქმით გატაცების შემთხვევაში, ადამიანი მაინც ვერ შეძლებს ფინანსური წარმატების მიღწევას. ამიტომ, საჭიროა მარცხის თავიდანვე ვარაუდი და სიმშვიდის მოსაპოვებლად სათადარიგო გეგმის შემუშავება. ამასთანავე, არ ღირს ილუზიებით ცხოვრება და იმაზე მეტრის ლოდინი, რისი შესაძლებლობაც რეალურად გვაქვს.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ასტროლოგიური პასპორტით იბადება, რომელშიც ყველა ნაკლი და ღირსება, დადებითი, უარყოფითი თვისებაა „აღრიცხული“ და რა თქმ უნდა, ყველას თავის უნიკალური ბედი და ინდივიდუალური მისია აქვს, რომელიც კონკრეტული თვისებების დამუშავებას გულისხმობს. იდეალური ვარიანტია, თუ ამ თვისებების დამუშავებაში პროფესია გვეხმარება. მაგალითად, თუ აღმავლობის ნიშანი ანუ კვანძი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია, მაშინ აუცილებლად ქალწულის დადებითი თვისებები უნდა გამოვავლინოთ, მედიკოსის პროფესია ავირჩიოთ და პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ ადამიანებს. მათ, ვისაც კვანძი თევზების ზოდიაქოს ნიშანში აქვს, უპასუხისმგებლობა ახასიათებს, ამიტომ საკუთარ მოქმედებაზე პასუხისგება უნდა ისწავლოს და პროფესიაც შესაბამისი აირჩიოს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები