LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის მთავარი ფერები და ზოდიაქოს ნიშნების ჩაცმის სტილი – ასტრომაგია

11
sofia bzekalava

25 დეკემბერს ავტორადიოს გადაცემაში, „ასტრომაგია“, რომელიც დამდეგ 2019 წელს  მიეძღვნა, სოფია ბზეკალავამ მომავალი წლის ზოგადი პროგნოზი გააკეთა და დეტალურად განიხილა ზოდიაქოს ნიშნების  გემოვნება და ჩაცმის სტილი.

რა თქმა უნდა, წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის განსხვავებული იქნება, რადგან საერთო ტენდენციების მიუხედავად, მთავარი განმსაზღვრელი მაინც პირადი ჰოროსკოპი, ცხოვრების წესი და ინდივიდუალური თავისებურებებია.

გავრცელებული აზრი, თითქოს არ ღირს დღესასწაულისთვის ღორის ხორცის კერძების მომზადება – მცდარია, რადგან ასტროლოგია არავის ზღუდავს, არ ქმნის სტიგმებს და ნებისმიერს აძლევას თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ასე რომ, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ საყვარელი კერძები. თუმცა, კარგი იქნება თუ სუფრას ბოსტნეულითაც გაამდიდრებთ.

სხვათაშორის, ასტროლოგიური კალენდრით წელი 5 თებერვალს იწყება, ამიტომ ვისაც ყველა წესის დაცვა სურს, სწორედ თებერვალში უნდა აღნიშნოს ახალი წლის შემოსვლა.

წლის მთავარი ფერები და ზოდიაქოს ნიშნების ჩაცმის სტილი

ხის სტიქიის – ყვითელი ღორის წელს აქტუალური ყვითელი და ვარდისფერი, მოწითალო და მოყავისფრო ტონები იქნება. გარდა ამისა, ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ფერი აქვს, რომელიც ხაზს უსვამს მის გარეგნულ ღირსებებს. ასე რომ, მოირგეთ წლის ფერები და არც საკუთარ გემოვნებაზე თქვათ უარი.

ვერძი – მაქსიმალისტი და შეუპოვარი ვერძის საყვარელი ფერი – წითელია, რომელიც ძალიან უხდება და კომპლიმენტებსაც ხშირად იმსახურებს.

კურო – კომფორტის მოყვარული კურო ყოველთვის მოხერხებულ და ხარისხიან სამოსს ირჩევს, ფერებში კი, ლურჯსა და ცისფერს ანიჭებს უპირატესობას.

ტყუპები – ღია ყვითელი და ღია მწვანე ფერებით მოხიბლული ტყუპები აუცილებლად კომფორტულ, მეტწილად სპორტულ ტანსაცმელს ირგებენ და ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

კირჩხიბი –კლასიკური ჩაცმის მოყვარულ კირჩხიბს მწვანე, ჭაობისფერი და ხაკისფერი მოსწონს, რომელიც შესანიშნავად ერგება ღორის წლის ფერთა გამას.

ლომი – მეფურ ლომს, რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, ნებისმიერი სტილის სამოსი უხდება, განსაკუთრებით ხიბლავს ოქროსფერი, ჩალისფერი, ყვითელი და ძალიან უყვარს ოქროს სამკაული. წელს სწორედ ლომის ფერებია აქტუალური, ასე რომ, თამამად შეუძლია აუწყოს ფეხი მოდურ ტენდენციებს.

ქალწული – პრაქტიკული ქალწილი, რომელსაც არ უყვარს ეპატაჟი და გამომწვევად ჩაცმა, კომფორტულ, თუმცა დახვეწილ სამოსს, ნეიტრალურ და ბუნებრივ ფერებს – თეთრს და ვარდისფერს, ცისფერს, ნაცრისფერს და კრემისფერს ანიჭებს უპირატესობას.

სასწორი – სტილის კანონმდებელ, დახვეწილი გემოვნების სასწორს ძალიან უყვარს მოდურად ჩაცმა. უარას ამბობს აჭრელებულ ტანსაცმელზე და ყოველთვის იდეალურად უხამებს საყვარელ – პასტელის ფერებს. სხვათაშორის, ქალბატონების მსგავსად, მამაკაცებიც აქტიურად ინტერესდებიან მოდით და ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებიან.

მორიელი – მუდამ ეპატაჟური მორიელი ნებისმიერი სამოსით ახერხებს ყურადღების მიქცევას, რადგან ძალიან უყვარს სექსუალურად ჩაცმა, გამომწვევი მაკიაჟი და წითელი ტუჩსაცხი, ფერებში კი, შავს, მეწამულს და ჭაობისფერს ანიჭებს უპირატესობას.

მშვილდოსანი – აქტიურ და მობილურ მშვილდოსანს კომფორტული, სპორტული სამოსი ხიბლავს და შინდისფერი, აგურისფერი მოსწონს, რომელიც ძალიან უხდება, ამიტომ თამამად შეიგიძლიათ შეიმოსოთ ახალი წლის ღამეს საყვარელი ფერებით, აქსესუარები კი, წლის ფერების მიხედვით შეარჩიოთ.

თხის რქა – რაციონალურობით და თავშეკავებით გამორჩეულ, მორალურად ძლიერ თხის რქას გემოვნებაც შესანიშნავი აქვს, უყვარს კლასიკური სტილი, მკაცრი სამოსი და ე.წ. „სერიოზული“ – თეთრი, შავი, ლურჯი ფერები. ყოველთვის დახვეწილად იმოსება, თუმცა არასდროს ცდილობს საკუთარი ჩაცმულობით გარშემომყოფთა ყურადღების მიქცევას.

მერწყული – ორიგინალ მერწყულს ინდივიდუალურობის დემონსტრირება, საზოგადოების შოკირება უყვარს და ძალიან ღიზიანდება, როცა სხვას ადარებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის არ არსებობს შეზღუდვები, ამიტომ ყოველთვის იდეალურად უხამებს სხვადასხვა სტილის, ეპოქის სამოსს და თავისუფლად ირგებს ნებისმიერ ფერს, თუმცა განსაკუთრებით ფირუზისფერი უხდება.

თევზები – ძალიან რთულია დახვეწილი თევზების, განსაკუთრებით ქალბატონების მოდური რჩევებით გაკვირვება, რადგან ყოველთვის ზუსტად იცის რა უხდება და როგორ შეაჩიოს სამოსი. თევზების საყვარელი ფერებად, ლურჯი და მწვანე, ნაცრისფერი და იისფერი ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები