LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელი შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება – გადაცემაში “ასტრომაგია”

11
sofiabzekalava2011

გადაცემის ლაივი LIVE

3 ნოემბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ მოკლედ დაახასიათა 2021 წელი და დეტალურად განიხილა მორიელის ზოდიაქოს ნიშანი.

2021 წლის პროგნოზი 

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, როცა საგრძნობლად მოიმატა ნეგატივმა, ადამიანები კი, სულ უფრო ხშირად განიცდიან სტრესს, თითქოს ნაკლებადაა ოპტიმიზმის მიზეზი, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აუცილებლად დასრულდება მძიმე პერიოდი, შემდეგი წელი კი, ბევრად უკეთესი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა გარდამტეხი. მსგავსი ცვლილებები ელის სამყაროს 2025 წელაც, 2021 კი, შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება.

შემდეგ წელს გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტიკაში. უფრო მოქნილი გახდება ხელისუფლება, რომელიც მეტ-ნაკელბად ისწავლის ხალხის მოსმენას და კანონონებსაც მათზე მორგებით მიიღებს. თუმცა, ისევ მოსახლეობის ზეწოლით, რომელიც საკუთარი კონსოლიდაციით აჩვენებს რეალურ ძალას. ამასთანავე, მომავალი წელი ძველის ნგრევით და ახლის შენებით აღინიშნება, თუმცა არ ღირს მხოლოდ ახალზე ორიენტირებით ძველის სრულად უგულველყოფა, რადგან ახლის აშენება ძველ ფუნდამენტზე ბევრად საიმედოა.

მორიელის ზოგადი დახასიათება 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სხვებზე მეტად სწორედ მორიელები არიან  ასტროლოგიით დაინტერესებული, რადგან მათ ყველაფერი იდუმალი აინტერესებთ. ზოდიაქოს ამ ნიშანს, სხვებზე კარგად გამოსდის ტრანსფორმაცია – მუდმივად იცვლის სახეს, შეხედულებებს, ფასეულობებს და გარემოს, რადგან არ შეუძლია მშვიდი, ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრება. თუმცა, სტრესულ სიტუაციაში გაზრდილი, რომელიც მხოლოდ ნგრევას ხედავდა, აუცილებლად ანტაგონისტ ნიშანს – კუროს ემსგავსება და მუდმივად სტაბილურობას ეძებს.

ჩვეულებრივ, მორიელი სამხედროების, ძალოვანების ან ექიმების ოჯახში იბადება, სადაც ცვლილებებია მომწიფებულია, მისი დაბადება კი, ერთგვარ ათვლის წერტილად იქცევა ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყებად. სხვათაშორის, მორიელის დაბადებამდე ან დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად ოჯახის უხუცესი წევრი იღუპება, ისე თითქოს ადგილი თავისუფლდება მორიელისთვის, რომელიც რამდენიმე ადამიანის ენერგიას აერთიანებს საკუთარ თავში.

მორიელი, რომელიც დიდი ფულის, ძალაუფლების ენერგიას სიმბოლიზირებს, მეტწილად შეძლებულ – ნავთობის, უძრავი ქონების ან ალკოჰოლური სასმელის ბიზნესი მქონე ოჯახში იბადება. მართალია, მორიელის მსგავსად, მისი ანტაგონისტი კუროც რესურსების სიმბოლოა, მაგრამ ის სტაბილურ შემოსავალს ანიჭებს უპირატესობას, რაც კომფორტული გარემოს შექმნის საშუალებას მისცემს, მორიელისთვის კი, ფული ძალაუფლებას ნიშნავს, რადგან თვლის, რომ სწორედ ფულით შეუძლია სხვათა პატივისცემის ყიდვა და ადამიანების მართვა. თუმცა ხშირად, ძალაუფლების წყურვილი ბავშვობაში შეძენილი კომპლექსებით და დესპოტი მშობლების მუდმივი წნეხითაა განპირობებული.

ბავშვობაში მორიელი ხშირად განიცდის სიყვრულის დეფიციტს, რადგან მის დაბადებას არავინ ელოდა და ერთგვარ ტვირთად იქცა მშობლებისთვის. ნაკლულ სიყვარულს მორიელები ზრდასრულ ასაკში ინაზრაურებენ საკუთარი თავის ავადმყოფური სიყვარულით, მაშინ როცა სხვების მიმართ ზუსტად იმავე დესპოტიზმს იჩენენ, როგორც მათი მშობლები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ შორის მრავლად არიან სერიული მკვლელები, კრიმინალები და დიქტატორები. სხვათასორის, ბევრს მორიელი სწორედ მისი მძიმე ხასიათის და ნეგატიური თვისებების – ბრმა აგრესიის, წყენის დამახსოვრების და მუდამ შურისძიების სურვილი გამო არ უყვარს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები