LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მილიონიანი ინდიაპოლისის ლეგენდის “ავტოსთორი”

2
პეჟო 1

ას ოთხი წლის ასაკში, პეჟო, რომელმაც ერთ დროს ინდიაპოლისის რბოლა დაიპყრო, სამი წლის წინ „ბონემსის“ აუქციონზე შვიდ მილიონ დოლარად გაიყიდა.

ის უბრალოდ მანქანა არ ყოფილა, არც თავიდან და არც მაშინ, როდესაც ლეგენდარული ინდი 500-ის რბოლა ორჯერ მოიგო. გაიმარჯვა და 1916 წელს გახდა პირველი ავტომობილი, რომელმაც ინდიაპოლისის 500 მილიან რბოლაში შეძლო ყველა მეტოქის გასწრება.

თავისი დროისთვის, Peugeot L45 Grand Prix შესანიშნავი მახასიათებლებით გამოირჩეოდა. ის აღჭურვილია 4.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 112 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 165 კილომეტრს აღწევს. სხვათა შორის, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომლის ყველა ბორბალიც მუხრუჭით არის აღჭურვილი.

პეჟოს ამ სერიის მხოლოდ ორი მოდელიღა შემორჩა ავტო-კაცობრიობას. „ბონემსზე“ გაყიდული ავტომობილი 2000 წელს აღადგინეს, შესანიშნავ მდგომარეობაშია და ახლაც ხშირად მონაწილეობს ვეტერანთა რბოლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები