LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80-ანი წლების ჰიტები

17
bmw

გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილმა ავტომობილებმა შემოიტანეს ინდუსტრიული ცვლილებები ავტოსამყაროში. გაღრმავდა სიმძლავრე, კონკურენცია. დაიხვეწა ტექნოლოგია. 80-ანი წლების საავტომობილო სამყარომ უზარმაზარი კვალი დატოვა მემკვიდრეობაში.

1980 წელს გამოშვებული Audi Quattro იყო ავტომობილი, რომელმაც გააერთიანა ორი რამ. ტურბოკომპრესორი და ოთხივე ამძრავი ბორბლის გამოყენება. „ქვატრო“ იყო ერთ ერთი ყველაზე ეფექტური და მაღალი ხარისხის ავტომობილი.

აუდის ამ მოდელით გადაადგილება 4 ზრდასრულ ადამიანს, თავისი ბარგით თავისუფლად შეეძლო.

Quattro-მ მსოფლიო რალის ჩემპიონატში არაერთი გამარჯვება მოიპოვა. აუდი Quattro-ს წამყვან სისტემას თავის მოდელებთან მიმართებით კვლავ გამოიყენებს.

„ბმვ“-ს მეხუთე სერია პიონერი იყო თავის საქმეში, თუმცა გერმანული გიგანტის ეს მოდელი პირველად 70-ან წლებში გამოჩნდა. მათი შემდეგი გამოშვება, 1981 წელს, კიდევ უფრო დაიხვეწა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

4 და 6-ცილინდრიანი ვარიანტების გარდა E28-მ, საზოგადოებას დიდებული, 2.4-ლიტრიანი  ექვსცილინდრიანი დიზელის ძრავიც შესთავაზა.

მესამე ავტომობილი, 1982 წელს თითქმის ერთი საუკუნის ისტორიის, აგრეთვე გერმანული ბრენდია. „მერსედეს ბენცი“ აქამდე მხოლოდ ექსკლუზიური დიზაინის, დიდ და ძვირადღირებულ კაბრიოლეტებს და კუპეებს აწარმოებდა.

190-ის შექმნის იდეა, ძირითადად გაყიდვების ზრდას უკავშირდებოდა, თუმცა ის მაინც იქნებოდა ძლიერი, უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილი.

190-მა ავარიების უსაფრთხოების მიზნით მსუბუქი მაღალი სიმტკიცის ფოლადები  პირველმა გამოიყენა. ის აღჭურვილი იყო აირბალიშებით, უსაფრთხოების ღვედის წინასწარ დაჭიმვით და დაბლოკვის საწინააღმდეგო მუხრუჭებით.

წარმოება 1993 წელს დასრულდა, ამ დროისთვის 190-ის 1,9 მილიონი ეთეული იყო დამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები