LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80-იანი წლების ჰიტები: ნაწილი 2

12
როლს-როისი

80-ანი წლების ავტოისტორია საკმაოდ ფართო, ღრმა და მასშტაბურია. ეს ეპოქა ძირეული ცვლილებების პერიოდია, როდესაც ავტოკომპანიები ერთმანეთს სიახლეების დანერგვით ეპაექრებოდნენ.

1983-ში გამოჩნდნენ Dodge Caravan და Plymouth Voyager.

„კრაისლერის“ ჯგუფის ეს ორი მოდელი ერთი შეხედვით იყო იდენტური, თუმცა განსხვავება მორთულობასა და უმნიშვნელო დეტალებში იყო.

წინა წამყვანი ფუნქცია ინჟინრებს საშუალებას აძლევდა ფურგონისთვის სრულიად ბრტყელი იატაკი შეენარჩუნებინათ.

მყიდველებს შეეძლოთ რომ ერთ დღეს ფურგონი საოჯახო ავტომობილად გამოეყენებინათ, ხოლო მეორე დღეს, უკანა სავარძლების მოხსნის ხარჯზე რამე ტექნიკის ან ნივთების გადასატან, სატვირთო ავტომობილად გადაექციათ.

გამძლეობის ეტალონად ითვლება „მერსედეს E-კლასი და 1984 წლის მოდელი W124, რომელიც საზოგადოებამ თითქმის ყველა ვარიაციით იხილა. კუპიდან კაბრიოლეტამდე.

ყველა მათგანი მომხმარებელს სწრაფ, კომფორტულ, დახვეწილ და უსაფრთხო მგზავრობას სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიით იყო აღჭურვილი.

W124 იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ BMW იძულებული გახდა, ჯანსაღი კონკურენციის მიზნით, E34 რაღაც ახლით ჩაენაცვლებინა. გამოსვლიდან 1996 წლის ჩათვლით W124-ის 2,5 მილიონზე მეტი ერთეული შეიქმნა.

მას შემდეგ რაც „როლს როისმა“ მისი ისტორიული კონკურენტი, “ბენტლი“ შეიძინა, საზოგადოებამ განსხვავებული ბეიჯების მქონე, მაგრამ თითქმის ანალოგიური ორი ავტომობილი იხილა. (Bentley-ის გაყიდვები შემცირდა და ბრენდი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა).

Turbo R პირველი ავტომობილი იყო, რომელიც გაერთიანების შემდეგ შეიქმნა, ის Rolls-Royce Silver Spirit-ზე იყო დაფუძნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები