LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები სწორედ მშობლების „სცენარით“ მოქმედებენ” – ღალატისკენ მიდრეკილების მიზეზები გადაცემაში „ასტრომაგია“

4
bzekalava_1

8 ოქტომბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ღალატისადმი მიდრეკილების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ასტროლოგებს მეტწილად სწორედ პირადი პრობლემებით შეწუხებული ადამიანები მიმართავენ, ის, ვინც ხშირად ტყუვდება და ხდება ღალატის მსხვერპლი, რამდენჯერმე ქმნის და ანგრევს ოჯახს, რადგან მუდმივად ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდება. მართალია, ბევრს არ სჯერა, მაგრამ ასტროლოგიას ძალიან ბევრ შეკითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა და ობიექტური მიზეზების მოძიება, თუმცა აუცილებელია გაცნობიერება, რომ ყველა პრობლემა კომპლექსურია და არა ზედაპირული, ზუსტად ისე როგორც ნებისმიერი დაავადება, ფიზიკურ ტკივილად ქცევამდე ქვეცნობიერში ყალიბდება დაუძლეველ პრობლემად.

რთული და სიღრმისეულია ღალატისა და პირად ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემათა არსიც, რომელთა ერთგვაროვნად, მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით განხილვა შეუძლებელია, რადგან მართალია, ასტროლოგია მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, მაგრამ ადამიანები რადიკალურად განსხვავდებიან ერთნაეთისგან და ურთიერთობაც ინდივიდუალური აქვთ.

ასტროლოგიის მტკიცებით, ადამიანებს შორის ნებისმიერი კავშირი – ურთიერთობაა, რადგან ყველა ადამიანი, ვისაც ვხვდებით, ჩვენი პოტენციალური პარტნიორია განურჩევლად სქესისა და ასაკისა. არ არსებობს შემთხვევითი ადამიანი, რადგან ნებისმიერი გარკვეული მისიით მოდის ჩვენს ცხოვრებაში, გვასწავლის, შეცდომების გამოსწორებას გვაიძულებს და გვმატებს გამოცდილებას.

სხვათაშორის, ღალატი და პრობლემები ურთიერთობაში არასდროსაა მხოლოდ ერთის  პრობლემა, რადგან ორი ადამიანის კავშირს ყოველთვის ღრმა ფესვები აქვს, რომელიც გენეტიკიდან, ბავშვობიდან მოდის და მშობლებთან ურთიერთობით იზრდება. ნებისმიერი ღალატი პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატია, რადგან „მორალატეს“ თვითრწმენა აკლია. აღსანიშნავია, რომ ქალბატონებს და მამაკაცებს ღალატის განსხვავებული მიზეზები აქვს, თუმცა უმეტესაობას ძალიან უჭირს შეცდომის აღიარება და ყოველთვის საკუთარი ქცევის გამართლებას ცდილობს.

სამყაროში ყველაფერი დუალურია, ანუ პლიუსით და მინუსით იკვრება ერთი მთლიანი. თუ ადამიანი მოღალატეს იზიდავს, ე.ი. ქვეცნობიერში თვითონაც მზადაა ღალატისთვის, უბრალოდ გამბედაობა არ ჰყოფნის. უცნაურია, მაგრამ მსხვერპლს და მოძალედეს ყოველთვის ერთნაირი ჰოროსკოპი აქვს, ორივე ერთი ენერგეტიკის მატარებელია,  „როლს“ კი, მხოლოდ ეგოს სიძლიერით ირჩევს.

გასათვალისწინებელია მშობლების ურთიერთობაც, რადგან გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ადამიანები სწორედ მშობლების „სცენარით“ მოქმედებენ. რა თქმა უნდა, არაა აუცილებული, ყველა განქორწინებული მშობლის შვილმა ოჯახი დაანგრიოს, მაგრამ, მეტწილად სწორედ ასე ხდება, თუმცა არიან ისეთები, ვისაც არ სურს მშობლების შეცდომის გამეორება, ნებისმიერ ფასად ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას და წლების მანძილზე ცხოვრობს ტოქსიკურ გარემოში იმ ადამიანთან, ვისაც უსიამოვნებების მეტი არაფერი მოაქვს.

ზოგადად, ჰარმონიულ ურთიერთობას მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა განსაზღვრავს. ამასთანავე, არაა აუცილებელი იყოს ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული. ადამიანებს წლების მანძილზე შეუძლიათ ერთად ცხოვრება ყველანაირი შტამპისა და მოწმობის გარეშე, რადგან ასე ბევრად თავისუფალები და ბუნებრივივები არიან.

მართალია, ქართულ რეალობაში ბევრი მაქსიმალურად ცდილობს ტრადიციების დაცვას და ერთხელ შექმნილი ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ არ ღირს ყველა ტრადიციის უპირობოდ მიღება, რადგან წლების წინ ადამიანებს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალობა და ფასეულობები ჰქონდათ, რაც ნაკლებად ერგება თანამედროვე ყოფას.

სხვათაშორის, ნებისმიერმა ქალმა უნდა გაითვალისწინოს წინაპარი ქალბატონების, განსაკუთრებით მამის მხრიდან ბებიის ცხოვრება, რადგან თუ მას პრობლემებით დატვირთული ცხოვრება ჰქონდა, მაშინ უსიამოვნებები აუცილებლად შვილიშვილს გადაეცემა, რათა სწორედ მან დაამუშავოს და გამოსწოროს შეცდომები. მართალია, ძალიან რთულია, მაგრამ ყველა პრობლემის სიღრმისეული გააზრებით, ნებისმიერს შეუძლია იქცეს ერთგვარ გარდამტეხად, შეცვალოს გენეტიკა, ოჯახური მოდელი და სწორედ ახლადშექმნილი გენომი გადასცეს შთამომავლებს.

პირველ რიგში, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის დამოუკიდებელი ინდივიდია თავისი ფიქრებით, შეხედულებებით და ცხოვრების წესით, არ ჰყავს დუბლიკატი და არაა ვალდებული გაიაროს სხვისი, თუნდაც მშობლების გზა. ნაკლებად გამართლებულია ზოგიერთის სურვილი იცხოვროს სხვების მსგავსად, რადგან ამგვარი ცხოვრება არასდროსაა სრულფასოვანი. ყველას აქვს შანსი მიაღწიოს მაქსიმუმს და იცხოვროს ისე, როგორც თვითონ სურს, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მეტიც, ადამიანს შეიძლება ბრწინვალე პირადი ჰოროსკოპი და უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდეს, მაგრამ ვერაფრი შეძლოს, რადგან აუცილებლად სწორი გარემო სჭირდება. ნეგატიურ გარემოში გაზრდილი, რომელიც ხშირად ხდება შეურაცხყოფის, დამცირების მსხვერპლი და თვითრწმენა აკლია, ბრაზს და წყენას საკუთარ თავში ინახავს, ვერ აძლევს გასავალს უარყოფით ენერგიას და ხშირად ონკოლოგიური დაავადებებით იტანჯება, რადგან თავად ანადგურებს საკუთარ თავს.

ღალატის, განქორწინების შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია საპირისპირო სქესის მშობელთან ურთიერთობაც, რადგან უთანხმოების ან თუნდაც მისი ზედმეტად გაიდეალების შემთხვევაში, აუცილებლად პრობლემებს ეჯახება, რადგან ქვეცნობიერად ყოველთვის მშობლის ანალოგს ეზებს და ან ნეგატიური თვისებების მატარებელს ეგუება, ან „პრინცის“ ლოდინში იმედი უცროვდება.

ძალიან მნიშვნელოვანია პატიების, ადამიანის გაშვების უნარის გამომუშავება და მოტყუების, ღალატის შემთხვევაშიც საკუთარი თავის რწმენის შენარუნება. არ ღირს ერთი მოღალატის უარყოფითი თვისებების მთელ სამყაროზე გადაბრალება და ყველაფრ ახალზე ერთხელ მიღებული ნეგატიური გამოცდილების გამო უარის თქმა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები