როგორ დავიცვათ ბავშვის იმუნიტეტი - ადრენალინი

როდესაც ირგვლივ გრიპის ეპიდემია ბობოქრობს კარგი იმუნიტეტი თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ყოველთვის აქტუალურია საკითხი, თუ რით შეიძლება ბავშვს ავუმაღლოთ იმუნიტეტი. ამჯერად ერთ ძალიან მარტივ მეთოდს გთავაზობთ, რომელიც თითქმის ყველასთვის უვნებელია.

გასათვალისწინებელია მხოლოდ ალერგიულობის ფაქტორი. თუ ბავშვი ალერგიისადმი მიდრეკილია, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ეს მეთოდი ფაქტობრივად ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, უბრალოდ მას საკუთარი ხელით დაამზადებთ. კომპონენტებიც და მიღების წესიც ძალიან მარტივია.

აქციეთ ჩვევად და ეს ჩვევა ბავშვებსაც გადასდეთ, მეთოდი ძალიან მარტივია. უბრალოდ ყოველდღიურ კვებაში გამოიყენეთ კაკალი და ნიორი. ნიორი საკვებში ალბათ ისედაც გაქვთ ჩართული. ასევე კარგია გაჭრილი ნიორი თუ სულ იდება სამზარეულოში. რამდენიმე ლებანი კაკალი კი ასევე კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის. გარდა იმისა, რომ ორივე საშუალება იმუნიტეტს ამაღლებს, კარგია ტვინისთვის, ისინი ჭიებისა და პარაზიტებისთვის ხელის შემშლელ გარემოს ქმნიან. ამ პროდუქტებში შემავალი ნივთიერება ჭიის კვერცხებს შლის.

ასევე აუცილებელია (ყოველდღიურად) გამოიყენოთ რძე-მჟავა პროდუქტები, ლაქტობაქტერიები და პრობიოტიკები, რომლებიც ჩვენს კუჭ-ნაწლავს იცავენ. სწორედ ჯანმრთელი კუჭი ქმნის ჩვენს იმუნურ სისტემას. ვისაც ეს მეთოდი გამოცდილი აქვს, ამტკიცებს, რომ მხოლოდ პირველ წელს წელიწადში 9-ჯერ ავადობა 3-ჯერ შეუმცირდათ. უკვე 5 წელია ბავშვებს ავადმყოფობის არც ერთი შემთხვევა აღარ ჰქონიათ.