LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბავი მერსედესის ორ გამორჩეულ ქმნილებაზე

15
mercedess

მეორე მსოფლიო ომის დროს ე.წ-მა მოკავშირეთა ბომბდამშენებმა “მერსედესის” ქარხნები დაბომბეს.

ეს ბუნებრივია ფიზიკურთან ერთად სერიოზული ფინანსური შოკი იყო და ალბათ ასეთი იმპაქტი ბევრ კომპანიას ჩაუქრობდა ძრავას. თუმცა ავტომწარმოებელი “მერსედესი” ძალებს ნელ-ნელა იკრებდა. “მერსედესს” სურდა დაბრუნებოდა იმას, რაც გამოსდიოდა საუკეთესოდ – მასობრივი წარმოება.

შეიქმნა მერსედეს ბენცი 180.

ამ მოკრძალებულმა სალონმა ავტომწარმოებელი კვლავ მოცულობით წარმოებაში გადაიყვანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ფირმის პირველი ინოვაციური კონსტრუქციის მოდელი იყო.

თუმცა, 180 და მისი 180D დიზელის ვარიანტი მათი სტილისა და მართვის თვალსაზრისით, საკმაოდ კონსერვატიული იყო.

ის 270 000 ეგზემპლარად შეიქმნა და საბოლოო ჯამში, 180-მა ავტომწარმოებელს დიდი მოგებაც მოუტანა.

მორიგი დიდებულება იყო მერსედეს ბენცი 300 SL – გლამურული და დახვეწილი მანქანა მდიდარი სელებრითებისთვის, იგი დიდ სცენაზე ზუსტად ამ სტატუსით შემოვიდა და უპირობო დედოფალი გახდა.

ამ დახვეწილ ქმნილებას ნამდვილ მხეცად გადაქცევამდე მხოლოდ სატერფულზე დაწოლა აშორებდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 217 კმ/სთ-ს უტოლდებოდა. ეს იყო სენსაცია ყველა გაგებით და ეს მერსედესმა გააკეთა.

მას შემდეგ, რაც 1957 წელს 1400 Gullwing მოდელების წარმოება დასრულდა ასპარეზი Roadster-ს დაეთმო.

300SL-ის ტექნოლოგიამ მერსედესს ტექნიკური და უსაფრთხოების ნოვატორის რეპუტაცია შეუქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები