LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple – ის ტიტანური ავტოპროექტი ,,ავტოსთორი”

12
Project Titan 2

აიფონი, მაკბუქი, აიპედი, კომფორტის ინდიკატორი, მხოლოდ უმაღლეს ნიშნულზე. დიზაინი – უნიკალური, სისტემა – დაცული. ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია, რითაც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ტრილიონერი კომპანია თავს წარმოაჩენს.

პლანეტაზე ყველაზე პოპულარული სმარტფონის შემოქმედი გიგანტი, თვითმართვადი სამგზავრო ავტომობილის წარმოებას გეგმავს, რომელიც დიდი ალბათობით 2025-ში ან უფრო შორს, 2027-ში ამოძრავდება ცენტრალურ ქუჩებში.

პროექტი პირველად, „ეფლის“ ხელმძღვანელმა, 2016 წელს დაამტკიცა და დღემდე დიდ საიდუმლოს წარმოადგეს, თუმცა, რასაკვირველია უკვე ყველამ იცის.

რეიტინგული გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია არა მხოლოდ თვითმართვადი ავტომობილის შექმნაზე, არამედ ელექტრო მობილების ახალ ელემენტებზეც მუშაობს, რაც სავარაუდოდ ბატარეების ღირებულებასა და მუშაობის ხარისხს, ცალსახად დროსაც, რადიკალურად შეცვლის.

დიდი ალბათობით, ეფლის სმარტფონებში ჩამონტაჟებული სენსორები, დიდ როლს ითამაშებენ თვითმართვადი ავტომობილის კორპუსებში. პროექტი ტიტანი, – ეფლის დიდი ამბიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები