LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აპრილის მეორე ნაწილიდან დაიწყება ვითარების შემსუბუქება” – სოფია ბზეკალავა გადაცემაში ,,ასტრომაგია”

10
bzekalava-stromagia-n20

რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გაუადვილდებათ ამ ეტაპის გადალახვა, კრიზისი როგორც ახალი სტარტი „ავტორადიოს“ გადაცემაში „ასტრომაგია“, სოფია ბზეკალავამ მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე დაწვრილებით ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

შიში ბუნებრივი შეგრძნებაა, თუმცა, შიშსა და პანიკას შორის განსხვავება მაინც არსებობს. მოსალოდნელია, რომ შფოთვა კიდევ მოიმატებს, თუმცა, ჩემი პოზიცია არის ის, რომ, სიმშვიდე აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სიტუაციის რაციონალურად  აღქმა, ერთადერთი გზაა უკეთესობისკენ ტრანსვფორმირდეთ.

თუკი გახსოვთ, როდესაც ახალი წლის დღეებში საზოგადოება ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან პოზიტიურ პროგნოზებს ელოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ წელი  საკამოდ რთული იქნებოდა. მე და ჩემმა კოლეგებმა ძალიან ბევრჯერ ვთქვით, რომ 2020 წელი გარდამტეხი წელი იქნებოდა.  ეს არის ნაკიანი, ლითონის ვირთხის წელიწადი. ჩვენ ამ წელს გვაქვს ეპოქალური პლანეტათა ალიანსები. თუკი წარსულში პლანეტათა ანალოგიურ წყობას გადავხედავთ და შევადარებთ, დავინახავთ, რომ მსგავსმა წყობამ უამრავი გარდამტეხი რამ მოუტანა მსოფლიოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არის ცუდად. საქმე ცუდად არ არის, უამრავი ადამიანი მეკითხება და კიდევ ერთხელ გეტყვით, ნუ გვეშინია, ნუ ვფაციფუცობთ, იმიტომ რომ შიშის ფონზე უამრავ შეცდომას დავუშვებთ. ცუდად ყოფნას ყოველთვის მოვასწრებთ. ნუ დავკარგავთ სახეს. მზად ვიყოთ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის.

რაც შეეხება  სიტუაციის დარეგულირებას, აპრილის მეორე ნაწილიდან დაიწყება ვითარების შემსუბუქება, ივნისი-ივლისის პერიოდში ისტერია ჩაცხრება, თუმცა, შესაძლებელია, განმეორებითი ტალღაც იყოს.  ამის ალბათობა არის, თუმცა, მეორე ტალღისთვის კაცობრიობა მომზადებული იქნება.

მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ვირუსი არ არის. წინ  უამრავი სიახლე და ცვლილება გველოდება. ეკონომიკური კრიზისი, ადამიანებს ახალ რეჟიმზე მოუწევთ გადაწყობა.

კრიზისი, როგორც ახალი სტარტი, ანუ ეს კრიზისი უამრავ სასარგებლო სიახლეს გამოიწვევს. ადამიანების დიდ ნაწილს განვითარება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სურს, თუმცა, პერიოდულად ჩვენ ტრანსფორმაცია უნდა მოვახდინოთ, ეს აუცილებელია.

მე მოვიძიე ჩინეთის ჰოროსკოპი, რომელიც ქვეყნების ასტროლოგიის შესახებაა. საქართველოს შესახებ აზრები იყოფა, თუმცა მე ვთვლი, რომ საქართველო არის მშვილდოსნის ზოდიაქოს მფარველობის ქვეშ, კარმული კვანძი კი თხის რქაში გვაქვს. ჩვენ თხის რქის თვისებები უნდა გამოვიმუშაოთ და ეს სწორედ კრიზისის საფუძველზე მოხდება. ქვეყანას ემოციების გათიშვა და ლოგიკით მოქმედება სჭირდება. თხის რქა კრიტიკულ სიტუაციებში ყველაზე ამტანია.

აღნიშნული სიტუაცია ლაკმუსის ქაღალდივითაა და ეს ვითარება ადამიანების რეალურ სახეს გამოააშკარავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოიხსნის ნიღაბს და რეალურ სახე დაგვანახებს.უნდა გავიაზროთ, რომ ნებისმიერ სიტუაციას ორი მხარე აქვს. დავინახოთ ამ კრიზისის პოზიტიური მხარეები, როცა ერთი კარი იხურება, სადღაც ფანჯარა იღება.

ახლა სამყაროში დიდი რესტარტია. უახლოესი 7 წლის განმავლობაში საფინანსო სისტემას დიდი გადაწყობა და გარდაქმნები ელოდება, ძალიან ბევრი პროფესია გაუქმდება და უამრავი ახალი შეიქმნება. ბევრი რამ დისტანციურ რეჟმზე გადაეწყობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მაისიდან მოყოლებული კარმული კვანძები ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე გადაინაცვლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროს  საშუალება მიეცემა, რომ ვირუსი და კიდევ უამრავი გამოწვევა ცოდნით დაამარცხოს. წინ უამრავი აღმოჩენა გველის, განვითარდება ფარმაცევტული სფერო, ჯანდაცის რეფორმები გატარდება.

სახუმარო გამოთქმა მინდა მოვიშველიო – არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ. ნებისმიერ ჩვენგანს ევალება, ამ ყველაფერს ღირსეულად შეხვდეს, უნდა ვიყოთ მოქნილები, ახალ რეალობას ფეხი უნდა ავუწყოთ. უამრავი ახალი შესაძლებლობა გვეძლვა.

თუკი თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც  სიახლებისთვის მზადაა, ეს სწორედ თქვენი დროა.

ამ პერიოდის გადალახვა ყველაზე მეტად ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ, ესენი არიან კუროები, მორიელები, მერწყულები და ლომები.

გაცილებით მარტივად გადაიტანენ ამ სიტუაციას ქალწულები, თევზები, მშვილდოსნები და ტყუპები.

ვერძებს, თხის რქებს, კირჩხიბებსა და სასწორებს ახასიათებთ რაღაც ძველის მარტივად გაშვება და ახალი ეტაპის დაწყება.

და ბოლოს, ვინც არ უნდა იყოთ, შიში არის ყველაზე ცუდი რამ, სამყაროს კარგად უნდა შევხედოთ და გვახსოვდეს, რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება – სამყარო სხვანაირი გახდება.

საზღვრები ჩაიკეტა იმიტომ, რომ მომავალში ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც საზღვრები აღარ იარსებებს.

მომავალ გადაცემაში სწორედ საზღვრების დაკეტვასა და მის გაღებაზე  გვექნება საუბარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები