LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-ის Vanquish

9
aston-martin

როგორი შეიძლება იყოს ავტომობილი შორეულ მომავალში? მფრინავი, მოლივლივე, ჯერ ისევ წარმოუდგენელი კომფორტის თვისებებით. როგორი დიზაინი შეიძლება ჰქონდეს, უფრო შორს კლასიკური მოდელებისგან და უფრო ახლოს ციფრულ დიზაინთან.

მომავალი შეიძლება ნებისმიერ დროში წარმოვიდგინოთ. ორიათასი წლის შემდეგ, ან უფრო ახლოს.

მფრინავი სუპერქარებიდან დროებით დავეშვათ რეალურ გეგმებზე და შევხედოთ რას აპირებს მაგალითად ასტონ მარტინი.

ვის უკვირს რომ ასტონ მარტინი დახვეწილი და გემოვლებიანი ავტომობილებით გამოირჩევა? არც არავის. კომპანია ხერხებს იყოს მოწინავე და ახლის მაძიებელი. პროგრესის პარალელურად კომპანია ინარჩუნებს კლასიკურ და ტრადიციულ იერს.

უკვე 20 წელია Vanquish-ი ბაზარზეა და ის სხვადასხვა ვარიაციებით ვიხილეთ, მისი კვების წყარო შთამბეჭდავი V12 იყო.

ახლა, ჰიბრიდული სუპერმანქანების ეპოქაში, ახალმა Vanquish-მა V12 უკანა ღერძზე განთავსებული 201 ცხენის ძალის მქონე ელექტრო და AMG-ის 630 ცხენის ძალის მქონე ტყუპი ტურბო 4.0 ლიტრიანი V8 ძრავებით აღჭურვა, ავტომობილი საბოლოო ჯამში 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

დამატებითი ოთხი ცილინდრის გარეშეც კი, ჰიბრიდული ვერსია 266 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. (შედარებისთვის წინა მოდელის V12 565 ცხენის ძალას გვაძლევს).

წინა ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,6 წამს ანდომებდა, ვარაუდობენ, რომ ახალი Vanquish-ი ამ დროს გადააჭარბებს, მიზეზად ალუმინის ჩარჩოს დამატება სახელდება.

ახალი Vanquish-ის მიზანი Ferrari F8-ისა და McClaren 720S-ის სიმაღლეების დაპყრობაა. ავტომობილი, სავარაუდოდ, 2025 წელს გამოვა და მისი ღირებულება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები